როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდობა და სილამაზე?

160
SHARE

ყველა ქალს სურს იყოს ყოველთვის ახალგაზრდა და ლამაზი.ისინი გამუდმებით ხარჯავენ ფულს ძვირადღირებულ კოსმეტიკაში,სალონებში და პლასტიკურ ოპერაციებში.ლამაზი და ჯანმრთელი კანი ქალის სავიზიტო ბარათია და აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მან რამოდენიმე რჩევა მის შესანარჩუნებლად.
სწორი კვება აუცილებელი პირობაა ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.მიიღეთ ბოსტნეული,ხილი,რძის პროდუქტი.კონსერვანტების და საღებავების შემცველ საკვებს მოერიდეთ.ეცადეთ არ იყოთ სწაფი კვების ობიექტების ხშირი სტუმარი.ნუ მიიღებთ ჭარბი რაოდენობით კოფეინს და შოკოლადს.დღის განმავლობაში დალიეთ 2ლიტრი წყალი.
დაიცავით კანი ამინდისგან.მზეზე ყოფნისას გაიკეთეთ მზის სათვალე და გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი.ასევე გასათვალისწინებელია ისიც,რომ ყინვაში და ქარში კანს გამოშრობა ემუქრება.ასეთ დროსაც უნდა წაისვათ დამცავი საშუალება.
ნიკოტინი ერთ-ერთი წინაპირობაა ნაადრევი დაბერების.გარდა იმისა,რომ სიგარეტი ვნებს შინაგან ორგანოებს,ასევე აისახება მისი მავნებლობა თქვენს სახეზეც.მწეველებს არაჯანსაღი ფერი აქვთ სახეზე.
ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღება აუცილებლად აისახება თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეზე.ის,ვინც სისტემატიურად მოიხმარს ალკოჰოლს ნაადრევი სიბერე ემუქრება.

FB კომენტარები

კომენტარი