როგორ შევამციროთ სიკვდილის რისკები ვარჯიშის დახმარებით – ახალი სამეცნიერო კვლევის შედეგები

54
SHARE

როგორც ახალმა კლევებმა ცხადყო, მხოლოდ 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობა კვირაში ექვსი დღის განმავლობაში, 40%-ით ამცირებს სიკვდილიანობის რისკს ასაკოვან ადამიანებში. ფიზიკური აქტივობის ხარისხის გაზრდა ისეთივე მომგებიანია ჯანმრთელობისთვის, როგორც სიგარეტისთვის თავის დანებება.

15 000 ადამიანზე ჩატარებული კვლევის მიხედვით გაირკვა, რომ თუ ერთ საათს

ვარჯიშობთ ყოველდღიურად, 56%-მდე მცირდება სიკვდილიანობის რისკი. ერთ საათზე ნაკლები ფიზიკური აქტივობის შემთხვევაში, რისკები კარდიოლოგიურ დაავადებებზე 37%-მდე მცირდება.

”ადამიანები, რომლებიც სისტემატიურად ასრულებენ ფიზიკურ სავარჯიშოებს, საშუალოდ, ხუთი წლით დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვინც მჯდომარე ცხოვრებას ეწევიან”, – აცხადებენ კვლევის ავტორები.

FB კომენტარები

კომენტარი