როგორ შეაყვაროთ თავი მამაკაცს 4 წუთში – 15 კითხვა, რომელიც სიყვარულამდე მიგიყვანთ

71
SHARE

ფსიქოლოგმა არტურ არონმა 20 წლის წინ ჩაატარა გამაოგნებელი ექსპერიმენტი. მან მოიწვია ლაბორატორიაში ერთმანეთისთვის უცნობი ქალი და მამაკაცი, რომლებსაც შესთავაზა უპასუხონ კითხვებზე.

მათ გულწრფელად უნდა ეპასუხათ, კითხვების განსჯის შემდეგ კი წყვილი 4 წუთის განმავლობაში უყურებდა ერთმანეთს თვალებში. ნახევარი წლის შემდეგ ეს ადამიანები მზად იყვნენ დაქორწინებულიყვნენ.

აი ამ კითხვების სია:

1. გინდათ იყოთ ცნობილი? რომელ დარგში?

2. როგორ წარმოგიდგენიათ იდეალური დღე?

3. რომ შეგეძლოთ რაიმეს შეცვლა საკუთარი აღზრდის პროცესში, ეს რა იქნებოდა?

4. 4 წუთში იმდენად დაწვრილებით უამბეთ თქვენს პარტნიორს საკუთარი ცხოვრების ისტორია, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

5. რომელია თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი მიღწევა?

6. ყველაზე ძალიან რას აფასებთ მეგობრებში?

7. რომელია თქვენი ყველაზე სანუკვარი მოგონება?

8. ყველაზე საშინელი მოგონება?

9. თუ გეცოდინებოდათ, რომ ერთი წლის განმავლობაში უეცრად მოკვდებით, შეცვლიდით რაიმეს მიმდინარე ცხოვრებაში? რატომ?

10. რას ნიშნავს თქვენთვის მეგობრობა?

11. რა როლს თამაშობენ თქვენს ცხოვრებაში სიყვარული და ერთგულება?

12. უამბეთ თქვენს პარტნიორს, რა მოგწონთ მასში, იყავით გულწრფელი, უთხარით ის, რასაც ვერ ეტყოდით უცნობ ადამიანს.

13. გაუზიარეთ თქვენს პარტნიორს უსიამოვნო მომენტი თქვენი ცხოვრებიდან.

14. ბოლოს როდის და რატომ ტიროდით?

15. გაუზიარეთ თქვენს პარტნიორს პირადი პრობლემა და რჩევა სთხოვეთ მას იმის შესახებ, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ამას.

წყარო: galanews.ge

Comments

comments