როგორ უსწორდება ოკუპირებულ აფხაზეთში მილიცია რუს ტურისტებს(ვიდეო)

189
SHARE

ოკუპირებულ აფხაზეთში ორი ე.წ. სამართალდამცველი სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც სოციალურ ქსელში ვიდეოკადრები გავრცელდა, თუ როგორ აკავებენ ისინი რუს ტურისტს.
ვიდეოში ჩანს, რომ, თავდაპირველად, მილიციელებმა კაცს მართვის მოწმობა მოსთხოვეს. კაცი ავტომობილის წინა სავარძელში იჯდა, შესაბამისად, დაინტერესდა, რის საფუძველზე სთხოვდენ მას მართვის მოწმობას. მილიციელებმა განმარტეს, რომ ავტომობილმა მოძრაობის წესი დაარღვია.
ამის შემდეგ, მილიციელებმა მამაკაცი მანქანიდან გამოათრიეს და თავიანთ მანქანაში ჩასვეს.
ფაქტმა სოციალური ქსელის მომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.

FB კომენტარები

კომენტარი