როგორ უნდა შეეწინაამღდეგოს ქალი ოჯახურ ძალადობას

52
SHARE

ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხშირად, ოჯახური ძალადობისთვის წინაამღდეგობის გაწევაში ქალებს საკუთარი შესაძლებლობების ელემენტარული არცოდნა და პასიური პოზია უშლით ხელს.

როგორ შევეწინაამღდეგოთ ძალადობას :

ფიზიკურად

წინასწარ გათვალეთ, სად შეიძლება შეაფაროთ თავი ძალადობის და აგრესიის მორიგი შემთხვევისას.

ნუ იკამათებთ აბაზანაში ან სამზარეულოში, სადაც ბევრი ბასრი და მჭრელი ნივთია.

შეეცადეთ, აღმოჩნდეთ კართან ახლოს, რომ შეგეძლოთ ადგილის დაუბრკოლებლად დატოვება.

შეინახეთ სახლის ან მანქანის სათადარიგო გასაღები ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ადვილად შეძლოთ მათი აღება.

უსაფრთხო ადგილზე შეინახეთ მცირე თანხა, პასპორტი, ბავშვის საბუთები, ახლობლების ტელეფონის ნომრების სია, ტანსაცმელი და წამლები.
ასევე გადაინახეთ სამკაული. ყველაზე რთულ პერიოდში, შესაძლებელია მათი დაგირავება და თანხის მიღება.

ფსიქოლოგიურად

ნუ უპასუხებთ აგრესიას აგრესიით.

არ იტიროთ და ნუ იყვირებთ.

ზრდილობიანად და მტკიცედ განაცხადეთ უარი იმაზე, რაც არ მოგწონთ და თქვენთვის სახიფათოა.

მოძალადეს ესაუბრეთ მაქსიმალურად მშვიდად, რადგან თქვენმა ჟესტებმა და მიმიკამ, შესაძლოა, მეტი აგრესია გამოიწვიოს.
შეახსენეთ, რომ კონფლიქტისას ბავშვი იჩაგრება.

აუცილებლად შეაქეთ ნებისმიერი პოზიტიური ცვლილება აგრესორში.

ინფორმატიულად

ნუ სდუმხართ! აუცილებლად მოუყევით აგრესიის შესახებ თქვენ ახლობელს, ადამიანებს, ვისაც ენდობით.

შეუთანხმდით მეზობლებს, თუ თქვენი ბინიდან ყვირილს გაიგონებენ, გამოიძახონ პოლიცია.

ეცადეთ არ დარჩეთ მოძალადესთან ერთი-ერთზე.

თან იქონიეთ სოციალური დახმარების სააგენტოს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერი.

მიმართეთ ფსიქოლოგს, რომელიც დაგეხმარებათ მუდმივი ფსიქიკური დისკომფორტის დაძლევასა და ოპტიმალური გამოსავალის მოძიებაში.
არ დაგავიწყდეთ იურისტი! დააზუსტეთ მასთან როგორ შეიძლება სწორად მოაგვაროთ პრობლემა.

მიმართეთ უბნის პოლიციის განყოფილებას სხეულის ფიზიკური დაზიანებების ექსპერტიზისთვის.

თუ ძალადობას თქვენი მეგობარი განიცდის დაუსვით პირდაპირი, მაგრამ არა შეურაცხმყოფელი შეკითხვები.

ნუ იქნებით დიდაქტიკოსი, ეს მის ისედაც მძიმე მორალურ მდგომარეობას გააუარესებს.

მოუსმინეთ შეფასებითი ფრაზების გარეშე.

ნუ ურჩევთ ძალადობასთან შეგუებას, ისინი ისედაც გამუდმებით ამას ცდილობენ. უბრალოდ, ეცადეთ საკუთარი თავის პატივისცემის გრძნობა გაუღვივოთ.

აუხსენით, რომ ნებისმიერი ფორმის ძალადობა არის დანაშაული. გაჩუმება, შესაძლოა, ძალადობის უარესი ფაქტების საწინდარი გახდეს.

მიაწოდეთ ინფორმაცია სოციალური დახმარების სააგენტოს შესახებ.

FB კომენტარები

კომენტარი