როგორ უნდა დაიდგას და მოირთოს ნაძვის ხე ლამაზად – რამდენიმე წესი და იდეა (ფოტოკოლაჟი)

897
SHARE

სადაცაა შემოაბიჯებს ახალი წელი. ყველა ცდილობს, შეიძინოს რაც შეიძლება ლამაზი ნაძვის ხე. თითქოს ამაში რთული არაფერია, შეარჩიე, მოიტანე, დადგი, მორთე ფერად-ფერადი სათამაშოებით, წვიმებით და საახალწლო ატრიბუტი მზად არის, თუმცა, არც ასე მარტივად არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. არსებობს მრავალი ნიუანსი და ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ნაძვის ხის შერჩევისა და მორთვის დროს.
თუ თქვენ გინდათ, რომ საახალწლო ნაძვის ხემ მთელი არდადეგების განმავლობაში გაგიხალისოთ განწყობა, გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები.

როგორ დავდგათ ნაძვის ხე სწორად
თუ თქვენ შეიძინეთ ან თავად მოჭერით ბუნებრივი ნაძვის ხე, ნუ შეარბენინებთ მაშინვე თქვენს თბილ სახლში, მიეცით დრო ადაპტაციისთვის, აკლიმატიზაციისთვის, რამდენიმე საათით სიგრილეში დატოვეთ. ამასობაში შეურჩიეთ ფეხი.
საამისოდ არსებობს რამდენიმე ვარიანტი:
ხის ოთხფეხა;
რკინის სამფეხა;
ქვიშით ან მიწით სავსე სათლი;
პლასტმასის ბოთლებით სავსე სათლი.
osnovanije-jelki
სახლში შეტანისას ცოცხალი ნაძვის ხე რამდენიმე საათით ცივ წყალში მოათავსეთ. შეარჩიეთ ადგილი, სადაც დადგამთ,  გამორიცხეთ ადგილი ბუხრის, რადიატორის მახლობლად, ანუ ნაძვის ხე არ უნდა დადგათ თბილ ადგილას. უმჯობესია ადგილი შეარჩიოთ აივანთან, ფანჯარასთან ან ოთახის ცენტრში, სადაც ძალიან არ ეთბილება. რასაკვირველია, ეს რჩევები უნდა გაითვალისწინოთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ შერჩეული გაქვთ ბუნებრივი ნაძვის ხე, თუ ხელოვნური ნაძვის ხე გაქვთ, არ აქვს მნიშვნელობა, სად დადგამთ.
გავაგრძელოთ საუბარი ისევ ცოცხალ ნაძვის ხეზე, თუ ძირად მიწიანი სათლი ან პლასტიკური ბოთლები გაქვთ შერჩეული, ცოტა წყალიც ჩაასხით, ასე თქვენი ნაძვის ხე უფრო დიდხანს იცოცხლებს. მოაჭერით ტოტები ძირში და თუ ზემოთ არც ისე ფაფუკია, შეგიძლიათ ეს ტოტები ზემოთ მიამაგროთ.

მოსართავები
რითი მოვრთოთ ჩვენი ნაძვის ხე? ჩამოვთვალოთ ყველაზე გავრცელებული ნაძვის ხის სათამაშოები: ტრადიციული შუშის სათამაშოები;
თანამედროვე პლასტმასის სათამაშოები;
ელექტროგირლანდები; თვითნაკეთი ქაღალდის ან ნაჭრის სათამაშოები; მანდარინი, ვაშლი; დარიჩინი, ჩირი და სხვა მსგავსი ატრიბუტები; ტექსტილის ბაფთები და ლენტები; მძივები; წვიმა; ხელოვნური თოვლი; გირჩები, კაკალი, თხილი, ძველი ნათურები და ა.შ.
igrushki
12373194_1026720124047641_6962639743109686424_n
ნაძვის ხის მორთვის ძირითადი პრინციპები
არსებობს რამდენიმე პრინციპული რჩევა და წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ ნაძვის ხის მორთვის დროს. ნაძვის ხის მორთვა უნდა დაიწყოთ ქვემოდან ზემოთ;
ჯერ უნდა დაკიდოთ ელექტროგირლანდა და შემდეგ – სათამაშოები;
შედარებით დიდი ზომის სათამაშოები იკიდება ქვედა ტოტებზე, ხოლო პატარები – ზემოთ;
თუ იყენებთ ხელოვნურ თოვლს, ის აუცილებლად უნდა გამოიყენოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნაძვის ხე მთლიანად მოირთვება;
შეფუთული სათამაშოები უნდა შეეხამებოდეს საერთო ფერთა გამას;
უფრო ლამაზი სათამაშოები იკიდება წინა ფონზე, ხოლო ნაკლებად მიმზიდველი – უკანა ტოტებზე;
beautiful-christmas-tree-decoration14
რა ფერები უნდა დომინირებდეს ნაძვის ხეზე 2016 წელს
როგორც იცით, 2016 წელი ცეცხლოვანი მაიმუნის წელია, ამიტომ ეცადეთ გამოიყენოთ მკვეთრი ფერები: წითელი, ყვითელი, სტაფილოსფერი, შინდისფერი, ასევე ტრადიციული მუქი მწვანე და თეთრი.
ნაძვის ხე წითელ ფერებში
წითელი 2016 წლის ძირითადი ფერია. ამ ფერში გაფორმებული ნაძვის ხე თქვენს სახლში ბარაქასა და ბედნიერებას შემოიტანს.
ნაძვის ამ ფერში მოსართავად გირჩევთ გამოიყენოთ დიდი ზომის წითელი შუშის სათამაშოები, მძივები, ფუმფულა წვიმები, ასევე წითელ ქაღალდში შეფუთული კანფეტები. ელექტროგირლანდა კი თქვენს ნაძვის ხეს უფრო ბრჭყვიალას გახდის.
krasnyj
წითელ-მწვანე ნაძვის ხე
თუ თქვენ უპირატესობას ტრადიციულ ნაძვის ხეს ანიჭებთ, უპირატესობა წითელ-მწვანე ფერებს მიანიჭეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი, შუშის სათამაშოები, ბაფთები, ზარები, წვიმები.
ყველაფერი ეს თქვენს ნაძვის ხეს განუმეორებელს გახდის.
krasno-zelenyj
თეთრ ფერში გამოწყობილი ნაძვის ხე
თეთრი ზამთრისა და ახალი წლის ტრადიციული, სიმბოლური ფერია. ასეთ ფერში გაფორმებული ნაძვის ხე თქვენს სახლში ზღაპრულ-ზამთრის ატმოსფეროს შექმნის.
belyj
ამ შემთხვევაში მოსართავად გამოიყენეთ ხელოვნური თოვლი, გირჩები, თეთრი ფერის ქაღალდის ფიფქები.
როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხე სათამაშოებით
თუ დაფიქრებულხართ იმაზე, რომ გარკვეული სქემით განლაგებული სათამაშოები საკმაოდ ორიგინალურად და მომხიბვლელად გამოიყურება, ვიდრე სპონტანურად გაფორმებული.
არსებობს ნაძვის ხის მორთვის ყველაზე გავრცელებული რამდენიმე ფორმა:
ვერტიკალური
თუ თქვენ მიმართავთ ამ მეთოდს, სათამაშოები ნაძვის ხის მერიდიანის გასწვრივ უნდა განათავსოთ. ნაძვის ხის წვერიდან ბოლოსკენ რამდენიმე სათამაშო დაკიდეთ. ნუ დაივიწყებთ, რომ ზემოთ და ზემოთ სათმაშოები უნდა დაპატარავდს. ეს ნაძვის ხის ყველაზე მკაცრი მეთოდია.
vertikalnyj
რკალისებური
როგორც მიხვდით, ეს მეთოდი გულისხმობს ნაძვის ხის მორთვას, როდესაც სათამაშოები განთავსებულია წრეზე.
kolcevoj
ხრახნისებური
თუ ნაძვის ხის ამ მეთოდით გაწყობას აპირებთ, უნდა შეარჩიოთ ერთი ტიპის სათამაშოები, მაგალითად, სულ ბურთები ოღონდ სხვადასხვა ფერის. გაითვალისწინეთ, რომ ზომა დაარეგულიროთ ფერების მიხედვით, ერთნაირი ფერის ბურთები უნდა იყოს ერთნაირი ზომის, ზომა უნდა იყოს დიდი და პატარა. თუ თქვენ გაქვთ ნამდვილი ნაძვის ხე, გაყავით ის პირობითად სამ ნაწილად, სპირალისებურად. თქვენ დაგჭირდებათ ბურთები, მაგალითად წითელი, ნარინჯისფერი, მწვანე და თეთრი. სათამაშოების დაკიდების დროს უნდა დაიცვათ გეომეტრიული სიმეტრია, ხრახნისებური. გირლანდის დაკიდების შემთხვევაშიც იგივე პრინციპით იმოქმედეთ.
vintovoj
როგორ გავაფორმოთ ნაძვის ხის ფეხი
ნაძვის ხის დადგმის დროს დიდი ყურადრება ექცევა მის ფეხს. არ არის სასიამოვნო, როდესაც ჩანს ნაძვის ხის რკინის ან ხის ფეხი. ყველაზე მარტივი მისი რომელიმე ლამაზი ნაჭრით შეფუთვაა, თუმცა ზედმეტი არ მოგივიდეთ, ზედმეტად ბრჭყვიალა ნაჭერი ყურადღებას მიიპყრობს და აქცენტს საკუთარ თავზე გადაიტანს. შეგიძლიათ გამოიყენოთ გირლიანდებიც ან წვიმები, ან სათამაშოები. თუ ნაძვის ხის საყრდენად სათლი გაქვთ გამოყენებული, შეგიძლიათ ის მძივებით ან სხვა აქსესუარით მორთოთ. ასევე ეცადეთ ლამაზად შეფუთული ყუთებით შეავსოთ სივრცე, რომელიც ნაძვის ხის ქვეშ არის.
b35857d2d2c1b1a888a6074bfee37ab1
როგორ სტილში მოვრთოთ ნაძვის ხე
თანამედროვე ევროპული
თანამედროვე სტილი გულისხმობს ნაძვის ხის მორთვას ერთ ან ორ ფერში. სათამაშოებიც არ უნდა იყოს სხვადსხვა ფორმის, საკმარისია ორი, სამი სახის. წვიმას საერთოდ არ იყენებენ, სამაგიეროდ შეიძლება დაამატოთ ბაფთები. ამ შემთხვევაში კლასიკურად მიიჩნევა წითელი, თეთრი და ოქროსფერი. თუ საუბარია ფერთა შეხამებაზე, გირჩევთ აირჩიოთ წითელ-მწვანე, წითელ-ოქროსფერი, თეთრ-წითელი და ვერცხლისფერ-ცისფერი.
evropejskij
ტრადიციული პოსტსაბჭოური
ტრადიციული პოსტსაბჭოური სტილის ნაძვის ხე უნდა მოიცავდეს უამრავ ფერს, ამ მხრივ შეზღუდვები არ არსებობს როგორც ფერის, ისე სათამაშოების ფორმის მხრივ. წვერში უნდა იყოს ვარსკვლავი, წითელი ან ოქროსფერი. გამოიყენეთ ბევრი წვიმა.
tradicionnaja-russkaja
ეკოსტილი
ამ ბოლო დროს სულ უფრო აქტუალურია სიტყვა ეკო, რაც გულისხმობს ჯანსაღს, ეკოლოგიურად სუფთას. იცოდით, რომ ნაძვის ხის მორთვაცაა შესაძლებელი ეკოსტილში? უმთავრესი კი ამ შემთხვევაში მოსართავად ბუნებრივი აქსესუარების გამოყენებაა. მაგალითად, გირჩები, თხილი, კაკალი, შოკოლადი, კანფეტი, პატარ-პატარა ორცხობილები.
ekoelka
მინიმალისტური
ასეთ სტილში აწყობენ ნაძვის ხეს თანამედროვე დიზაინის ბინებში. თუ თქვენ უპირატესობას სისადავეს ანიჭებთ, მაშინ ეს სტილი თქვენთვის არის.
minimalism
ჰაი ტეკი
თუ თქვენ მოგწონთ ყველაფერი ულტრათანამედროვე, სულაც არ არის აუცილებელი, რომ თქვენი ნაძვის ხე იყოს მწვანე და ტოტებიანი. აირჩიეთ ნებისმიერი ფერი, მთავარია, რომ კონსტრუქცია ნაძვის ხეს წააგავდეს.
elka-hi-tech
საბჭოთა ვინტაჟი ვინტაჟი მოდაშია, ასე რომ, თუ ძველი დროის ნაძვის ხე გენატრებათ და სათამაშოებიც უმთავრესად საბჭოური შემოგრჩათ, მაშინ სულ ამ სტილში გააწყვეთ, ნუ შეურევთ სხვა სტილებს და ორიგინალური ვარიანტი გამოგივათ.
sovetskij-vintage

წყარო: shin.ge

FB კომენტარები

კომენტარი