როგორ უნდა გამოიყურებოდე 78 წლის ასაკში! – ჯეინ ფონდა ახალი ფილმის პრემიერაზე

146
SHARE

ჰოლივუდის მსახიობი ჯეინ ფონდა უკვე 78 წლისაა, თუმცა მას ახლაც ისევე, როგორც უწინ, კარგად შეუძლია გარშემომყოფთა მზერის მიპყრობა. ასე მოხდა სერიალის „გრეისი და ფრენკი“ მეორე სეზონ13101504_1180587775314792_1961902946_nის პრემიერაზე ლოს-ანჯელესში. ჯეინი ფილმში ქალის მთავარ როლს ასრულებს. პრემიერაზე მსახიობს მოდური ზედა და მწვანე შარვალი ეცვა.
ფონდა ამ ასაკშიც შესანიშნავ ფორმაშია! როდესაც ჯეინი სერიალის გუნდთან ერთად ფოტოებს იღებდა, ის მიხვდა, რომ ყველა ვერ ხვდება კადრში, თავად წინ გადავიდა და მუხლზე დადგა. მსახიობმა ეს ძალიან გრაციოზულად გააკეთა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ართრითთან დაკავშირებული ტკივილი მისთვის უცნობია, – წერს უცხოური მედია.
რაც შეეხება კომედიურ სერიალს „გრეისი და ფრენკი“, ჯეინ ფონდა და მისი კოლეგა – ლილი ტომლინი საუკეთესო მეგობრებს თამაშობენ. მათი ცხოვრება იცვლება მას შემდეგ, რაც მათგან ქმრები წავიდნენ და ერთმანეთზე დაქორწინდნენ. სერიალის შემქმნელი მარტა კაუფმანია, რომელმაც მსოფლიოს ცნობილი სერიალი „მეგობრები“ აჩუქა.
13115304_1180587771981459_1752782881_n

FB კომენტარები

კომენტარი