როგორ მიულოცა ანუკი არეშიძემ ირინა შეიკს დაბადების დღე

82
SHARE

რუსი მოდელი ირინა შეიკი 6 იანვარს 33 წლის გახდა. ცნობილმა მოდელმა უამრავი მილოცვა მიიღო, მათ შორის, ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძეც იყო.
ანუკიმ ინსტაგრამზე შეიკის ფოტო ატვირთა, სადაც ის მოდელს დაბადების დღეს ულოცავს.
“დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო გოგო! შენ ხარ ყველაზე გასაოცარი ადამიანი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ! ლამაზი, როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად! ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ”, – წერს ანუკი არეშიძე.
შეგახსენებთ, რომ ირინა შეიკმა დიზაინერ ანუკი არეშიძის 2014 წლის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, სწორედ მას შემდეგ დაიწყო მათი მეგობრობა.

FB კომენტარები

კომენტარი