როგორ მივხვდეთ, რომ ჩვენი მოსაუბრე იტყუება

366
SHARE

“კვირა პლუსი” გთავაზობთ ჟესტების ენას, რომლის მიხედვით მიხვდებით, გატყუებთ თუ არა ადამიანი.

უნდა იცოდეთ, რომ სიცრუის დროს ადამიანები ხშირად ხელებს ჯიბეებში იწყობენ. არაცნობიერად ასე ადამიანი ინფორმაციის დამალვას ცდილობს.
პირზე ხელის აფარებაც არაცნობიერი მოქმედებაა. ხელი პირს ეფარება, თითქოს უნდა, რომ გააჩუმოს.
ასევე ტყუილს აღნიშნავს ყურზე ხელის მოსმა, ამ დროს თითქოს საკუთარ თავს ყურს უწევს, რომ ის არ თქვას, რის თქმასაც აპირებს.
ნიკაპზე ხელის მოკიდებაც ტყუილის ნიშანია.
ასევე, როცა ადამიანი ცრუობს, პირდაპირ ვერ იყურება, ცდილობს, თვალები დახაროს.
ადამიანის ტრიალი და პოზის ხშირი ცვლა მღელვარების ნიშანია. ამ დროს იგი რაღაცის დამლვას ცდილობს, ერთ ადგილზე ვერ ისვენებს.
მატყუარა ყოველთვის დაძაბულია და დახურულ პოზაში დგება, ფეხები შეიძლება რამდენჯერმე ჰქონდეს ერთმანეთზე გადადებული, ხელები – გულზე გადაჯვარედინებული, ხელისგულები კი, შიგ ჩამალული.
შეიძლება, ხელები მუშტად ჰქონდეს შეკრული და ცერა თითი – მუშტის შიგნით მოქცეული.
სიცრუის თქმისას ხელ-ფეხი დაჭიმულია.

მასალა მომზადებულია წიგნის – “ეტიკეტისა და კორესპონდენციის” მიხედვით.

FB კომენტარები

კომენტარი