როგორ იქცევიან შეყვარებული კაცები, ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

3971
SHARE

ვერძი – მასთან ყველაფერი მარტივადაა. თუ მას შეუყვარდა, მოდის და გეუბნება – შემიყვარდი წამო საწოლში. მას შეუძლია იყოს რომანტიკოს, მაგრამ ეს მისი სტილი არაა.  მისი აზრით თუ ქალი  გიყვარს უნდა მოკიდო მას ხელი თმებში და წაიყვანო გამოქვაბულში, ყოველგვარი ზედმეტი საუბრის გარეშე. ამიტომ ვერძთან ურთიერთობისას არაა ზედმეტი ლაპარაკი და თავის დაფასება საჭირო.

კურო – შეყვარებულობისას ის ძალიან მხიარული ხდება. ყველანაირად ცდილობს გაგაცინოთ. მისი სტრატეგია ამართლებს სულ, რადგან ყველას უყვარს სიცილი და  მხიარული  ადამიანები.

ტყუპები, როცა მათ უყვარდებად, ისინი  ჩვეულებრივზე მეტს ლაპარაკობენ, მათ ოცდაოთხი საათი შეუძლიათ გაუჩერებლად ლაპარაკი, მთელი კვირის განმავლობაში.  თუ თქვენ ტელეფონს გამორთავთ ის კედელთან დაიწყებს ლაპარაკს. თუ თქვენ გაუძელით, მის ესეთ საქციელს ესეგი ნამდვილად გიყვართ.

კირჩხები, მხოლოდ ეშმაკმა იცის რა უტრიალებს მას თავში. დაბადებიდანვე ძალიან ყურადღებიანი და მკაცრია.  მასთან ყველაფერი ძალიან ჩახლართულია. ერთადერთი ქორწინების შემთხვევაში შეგიძლიათ მიხვდეთ, რომ ის შეყვარებულია, როდესაც ის საქორწინო ფიცს დებს, მაგრამ სრულიად დარწმუნებული ვერც  ამ დროს იქნებით.

ლომი, მასთან ყველაფერი მარტივადაა. როცა ის შეყვარებულია, აკეთებს ყველაფერს, რომ თქვენი მეგობრები შურით გასკდნენ.   ის მზადაა ყველა სურვილი აგისრულოთ, ამისთვის ის არაფერს არ დაიშურებს.

ქალწული, თუ ისშეყვარებულია, შეუძლია მთელი ღამე გაატაროს შენი ფანჯრების ქვეშ, იმ იმედით, რომ ერთხელ მაინც შეძლებს შენი სილუეტის დანახვა. ამავდროულად ის ძალიან ყურადღებიანია, ყველა დეტალს ამჩნევს და აფასებს. ამიტომ თუ მას თქვენში ყველაფერი დააკმაყოფიებს მხოლოდ მაშინ გკითხვათ- რას აკეთებთ ხვალ საღამოს?!.

სასწორი, ძალიან ძნელია იმის გაგება შეყვარებულია ის თუ არა. რადგან  სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული მამაკაცები, ურთიერთობაში არცთუ საიმედონი არიან და მათზე ბრმად დაყრდნობა არ შეიძლება. აზრები და შეხედულებები გამუდმებით ეცვლებათ. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით, როცა ცოლობაზე თანხმობას განუცხადებთ, ის კი მეორე დღეს გადაიფიქრებს და ამის შესახებ, არც კი შეგატყობინებთ. ამგვარი ექსტრემალური შემთხვევები, რა თქმა უნდა, იშვიათია, მაგრამ სასწორ-მამაკაცთან ურთიერთობაში, რომ ყოველგვარ მოულოდნელობას უნდა ელოდოთ, ესეც ფაქტია.

მორიელი, შეყვარებული მორიელი უყურებს. მის თვალებში  ძალიაან ბევრი დარდი და სინანულია. მას არ უყვარს ბევრი ლაპარაკი. მას უნდა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს თავის კომფორტის ზონაში, თავის ტერიტორიაზე, იქ სცადოს თქვენი დაბყრობა და თავისი სიყვარულის დამტკიცება იოლად შეუძლია. როგორც  ყველამ უკვე იცის მისი ტერიტორია საწოლია.

მშვილდოსანი როცა  შეყვარებულია ის არ დაიწყებს ბევრ  უაზრო  ლაპარაკს და პირდაპირ გეტყვით-  ცოლად გამომყევი.  სანამ შენ პასუხს გასცემ, მსა უკვე ყველაფერი გამზადებული აქვს. მისთვის სიტყვა არა არ არსებობს. მას ვერანაირად ვერ მოიშორებთ.

თხის რქა, როცა ის შეყვარებულია საწოლში არ წაგიყვანთ. ის თქვენთან იმეგობრებს. ის დაგიმეგობრდებათ და როცა თქვენ დაგავიწყდებათ მისი სქესი. მოულოდნელად ისეთ რაღაცას შემოგთავაზებთ , რო შოკში ჩაგაგდებთ. იგი ცოტათი უხასიათოა და სულში არავის ახედებს. საკმაოდ თავდაჯერებული შეიძლება გეჩვენებოდეთ, თუმცა შინაგანად უამრავი კომპლექსით იტანჯება. იმდენად თავშეკავებულია, გეგონებათ მარტოობა ურჩევნიაო, მაგრამ გულის სიღრმეში, ხალხის მოწონების დამსახურება სწადია.  თხის რქები ცდილობენ დაარწმუნონ გარშემომყოფნი იმაში, რომ შექებას და კომპლიმენტებს სრულებითაც არ საჭიროებენ, სინამდვილეში კი პირიქითაა.

მერწყური. ის მოდის  და უბრელოდ გეკითხებათ – რომელი საათია?. შემდეგ უკვე არაფერი აღარ გახსოვთ. დილით იღვიძებთ  უცხო ბინაში  და  გვერდით გხვდებათ უცხო მომაკაცი, რომელიც გპირდებათ, რომ დაგირეკავთ და იკარგება. ამ მოუსვენარ ადამიანს ამქვეყნად თქვენ გარდა უამრავი რამ აინტერესებს და ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდა სურს, რაც კი ოდესმე გაუგია ან თავში აზრად მოსვლია. თქვენით რომ დააინტერესოთ, მისთვის გამოცანად რაც შეიძლება დიდ ხანს უნდა დარჩეთ. მერწყულებს თავსატეხები უყვართ და თუკი ბევრს იწვალებს საიდუმლოების ამოხსნაზე, მით უკეთესია თქვენთვის. კარგი იქნება, პირველ ხანებში თავს თუ საერთოდ ისე მოაჩვენებთ, ვითომ სრულებითაც არ გაინტერესებთ.

თევზები ყველას უზიარებს თავის გრძნობებს, არასდროს მალავს, რომ შეყვარებულია . შემდეგ ჩაიდენს რამე  მამაცურ საქციელს, შენი სახელის უკვდავსაყოფად. ის ძალიან რომანტიკულია რასაც თავისი საქციელებით მუდამ დაგიმტკიცებს. ამიტომ თუ მას შეუყვარდით ეგრევე გაიგებთ.

წყარო: http://galanews.ge

FB კომენტარები

კომენტარი