როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები კრიზისულ სიტუაციაში

84
SHARE

ალბათ დაკვირვებიხართ, რომ ადამიანები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ექსტრემალურ სიტუაციაში. ზოგიერთი თუ იბნევა და თავქუდმოგლეჯილი გაურბის თავს დატეხილ პრობლემებს, სხვები პირიქით – გარკვეული ექსტრიმის და ადრენალინის დოზას ხელოვნურადაც კი დაეძებენ სახიფათო სპორტის ან ჰობის სახით. მოკლედ, დღეს ჩვენი ადაპტაციის უნარზე ვსაუბრობთ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით:

ასტროლოგები თვლიან, რომ ყველაზე ყოჩაღად მოულოდნელი პრობლემების მოგვარებისას და ფორს-მაჟორულ სიტუაციებში თავი ვერძებს, ლომებს, მორიელებს და თხის რქებს უჭირავთ. უფრო მეტსაც გეტყვით, ვერძი და მორიელი ხშირად თავად დაეძებენ ადრენალინის მისაღებად გარკვეულ სიტუაციებს, დაკავებული არიან სპორტით, ალპინიზმით ან სათხილამურო კურორტებზე ატარებენ ვიქენდებს. რაც შეეხებათ თხის რქებს და ლომებს, ამ ადამიანებზე დაყრდნობა ნებისმიერი განსაცდელისას შეგიძლიათ. ისინი უბრალოდ აღმერთებენ სიტუაციას როცა საშუალება ეძლევათ პასუხისმგებლობა აიღონ სხვების სიმშვიდესა და უსაფრთხოებაზე.

ძალიან უჭირთ ექსტრემალურ სიტუაციაში კონცენტრაცია და ძალების მობილიზება კირჩხიბებს, კუროებს, სასწორებს და ქაწლულებს. მათ შორის ყველაზე მეტად მწყობრიდან კირჩხიბები და კუროები გამოდიან მოულოდნელად თავსდატეხილი „ცუდი სიურპრიზების“ გამო. ამ ადამიანებს უჭირთ დაუგეგმავ და არაპროგნოზირებად მოვლენებთან ემოციურად გამკლავება, მათთვის აუცილებელია ნაადრევი მობილიზიცია საიმისოდ რომ პრობლემებს მომზადებულნი შეხვდნენ. შესაბამისად ექსტრემალური სიტუაციები შესამჩნევად აზიანებს ამ ხალხის ფსიქიკას. რაც შეეხებათ სასწორებს და ქალწულებს ისინი უბრალოდ ქმედითუუნარო ხდებიან ქაოსის, ხმაურის და ნეგატიური მოვლენების გავლენის ქვეშ. ამ ადამიანებს არ შესწევთ ძალა სწრაფად მოახდინონ რეაქცია და იზრუნონ გარშემომყოფების უსაფრთხოებაზე.

და ბოლოს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვთ ცვლილებების მიმართ შემდეგ ნიშნებს – ტყუპებს, მერწყულებს, მშვილდოსნებს და თევზებს. თუმცა მათი ნეიტრალიტეტის მიზეზი ცალკე ქვე-კლასიფიკაციის თემაა. საქმე იმაშია, რომ თევზები და მშვილდოსნები არ არიან მიდრეკილნი გულთან ახლოს მიიტანონ ყველაფერი, ამასთან ერთად მათი უმრავლესობა გვიან ხვდება რომ ბედმა ექსტრემალურ სიტუაციაში ამოაყოფინა თავი. შესაბამისად ვერც მობილიზებას ასწრებენ ამ ყველაფრის გასააზრებლად. რაც შეეხება მერწყულს და ტყუპს ისინი მარტივად უყურებენ ზოგადად ცვალებადობის თემას ცხოვრებაში, ამიტომ მათთვის ხშირად ფორს-მაჟორული მოვლენები გართობის და იუმორის წყაროც კია. ისინი ხშირად ხუმრობენ ამ თემაზე.

FB კომენტარები

კომენტარი