როგორ იქცა უსახლკარო ნარკოდამოკიდებული მულტიმილიონრად

602
SHARE

46 წლის ხალილ რაფატი კალიფორნიის ქალაქ მალიბუში წვენების ბარ “SunLife Organics”-ის ქსელს ფლობს. იგი თავისი წარმატების ისტორიას ჰყვება — თუ როგორ დააღწია თავი უკიდურეს გაჭირვებას და გახდა მულტიმილიონერი.
ოჰაიოს შტატის მშობლიურ ქალაქ ტოლედოდან მრავალწლიან სექსუალურ ძალადობას ლოს-ანჯელესში გაექცა. ახალ ქალაქში მან მანქანების შემკეთებლად დაიწყო მუშაობა, თუმცა ცხოვრება სულ მალე შეეცვალა, მაშინ, როდესაც ჰეროინი გასინჯა, იუწყება “The New York Times”-ი.
2001 წელს იგი სიკვდილს ძლივს გადაურჩა, ნარკოტიკის დოზის გადაჭარბების გამო. მომდევნო 2 წელი რაფატიმ ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლას შეალია, რისგანაც საბოლოოდ 2003 წელს გათავისუფლდა და ახალი საკვების რეცეპტიც შეიმუშავა.
„საბოლოოდ, ფსკერის უკიდურეს ნაწილს მივაღწიე. თითქოს აღარაფერი მქონდა ამოსათხრელი, ნიჩბებიც დამტვრეული მქონდა“- იგონებს რაფატი.
მალიბუს გამაჯანსაღებელ სახლში ცხოვრებისას, რაფატიმ ხილის წვენი Wolverine-ი შექმნა, რომელიც შემდეგში თავისი წვენების ბარის საფირმო სასმელი გახდა.
„მისი ძირითადი დანიშნულება პაციენტების გაახალგაზრდავება და გაძლიერება იყო. ასეც მოხდა. ნარკოტიკებისთვის თავის დანებების პირველ ეტაპზე უხალისობა უსასტიკესად გიტევს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მათზე დიდი ხნის განმავლობაში იყავი დამოკიდებული “, — იხსენებს ბიზნესმენი.
ხალილ რაფატიმ წიგნიც დაწერა სახელად „დამავიწყდა მოვმკვდარიყავი“.

წყარო:http://1tv.ge/ge

FB კომენტარები

კომენტარი