როგორ ვიპოვოთ “მთავარი” არხი ტელევიზორში – ტელეკომპანია განცხადებას ავრცელებს

171
SHARE

ახალი ტელევიზია “მთავარი” მაუწყებლობას დღეს საღამოს 9 საათზე იწყებს.
“მთავარის” ხილვა შესაძლებელია როგორც სილქნეტის და მაგითის ასევე მაგთისატის  აბონენტებისთვისაც.
ინფორმაციას ამის შესახებ ტელევიზიის ფეისბუქის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
“ძალიან მაგარი ამბავი გვაქვს
მთავარი არხის ყურება უკვე MagtiSat-ის აბონენტებსაც შეუძლიათ
გვიპოვეთ 112-ე ღილაკზე.
ჩვენი არხი უკვე მიეწოდებათ მაგთის (55-ე) ღილაკი და სილქნეტის (281-ე ღილაკი) მომხმარებლებსაც.
ჩვეულებრივი ანტენით და ციფრული მიმღებით უკვე ჩართულია.

თქვენს ადგილობრივ საკაბელო ქსელში კი ღილაკის ნომერი ყველგან განსხვავებულია, ამიტომ დახმარებისთვის მიმართეთ საკაბელო ქსელის ოპერატორს.
გვიპოვეთ, დაგველოდეთ და გვიყურეთ!
მთავარი ხართ თქვენ!
დღეს საღამოს 9 საათზე, ვიწყებთ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

FB კომენტარები

კომენტარი