როგორ ვიპოვოთ ბედნიერება ქუჩაში? თეთრი რაში VS შავი პრადო, ანუ თანამედროვე Fairy tale

238
SHARE

ეს მოხდა ციურიხში, როცა როგორც რიგითმა ქართველმა გადავწყვიტე წითელზე გადამერბინა, შემდეგ უცებ გადავიფიქრე, რაკი მომავალი მანქანა ძალიან ახლოს იყო, თუმცა მოყინულ ასფალტზე თავი ვერ შევიკავე და შავი ტოიოტა ზუსტად ჩემს ფეხებთან გაჩერდა.

შემდეგ ყველაფერი ისე იყო, როგორც ფილმის სცენარში. მკითხა სად მივდიოდი.

ვუპასუხე, რომ ამ დილით ჩამოვედი და სადმე ცენტრალურ ქუჩას ვეძებდი.

  • წინასწარ არ მოგიძებნია რა უნდა გენახა? მკითხა გაოცებული ღიმილით
  • არა, მასპინძლები მყავს ყველა ქალაქში და ისინი მაკვალიანებენ
  • ვერ დაუკვალიანებიხართ კარგად – მიპასუხა მშვიდად
  • დღეს პირველი დღეა, ჯერ კიდევ ეძინა, როცა გამოვედი – ავიჩეჩე მხრები.
  • ალბათ სტუდენტი ხარ – დაასკვნა.

prado 3

მეც მომეწონა ეს უცებ მორგებული პატარა ბიჭის როლი, განსაკუთრებით, ჩემი ჩაცმულობაც ამას ადასტურებდა: ნაცრისფერი ჯინსი, ლურჯი დუტის ქურთუკი, გაჩეჩილი თმა და მოშვებული წვერი… გამიხარდა კიდეც, რომ სტუდენტს ვგავდი და ისიც დავაფიქსირე, რომ ძალიან სიამოვნებდა ძალაუფლების კონტრასტი.

საქართველოს იცნობდა, თუმცა ნამყოფი არ იყო. მანქანა სადღაც აღმართზე გააჩერა და ზემოდან გადმოვხედეთ დათოვლილ, საახალწლოდ მორთულ ქალაქს. ფოტოების გადაღებაც თავის თავზე იტვირთა. ციურიხი ლამაზი იყო, ლამაზი და ძვირიანი, ცივიც და თბილიც ამავდროულად და ამ ყველაფერს ეს უცნაური მდიდარი ქალი ემატებოდა, რომელიც რატომღაც ისევ და ისევ ჩემი „გაოცებით“ იყო დაკავებული.

  • გინდა გაატარო?
  • რა, მანქანა? რამე რომ დავმართო?
  • დაზღვეულია – გაეღიმა. ოდესმე შენც მოგიწევს საჭესთან დაჯდომა და პირველი მანქანა თუ ასეთი იქნება, ორმაგად ეფექტური იქნება.

არასდროს მიტარებია – მოვატყუე მეტი ეფექტისთვის და გაოცება ვერ დამალა, როცა მოკლე ინსტრუქციის შემდეგ ასე კარგად დავეუფლე ავტომანქანის მართვის ხელოვნებას, ჩემი ნიჭიერებაც აღნიშნა. ვცდილობდი მაქსიმალურად სწრაფად მეტარებინა, რაზეც ხმას არ იღებდა, მხოლოდ გაჩერების შემდეგ მომეკრო გაფითრებული და ორი სიტყვით გამოხატა ემოცია: ძალიან შემაშინე!

ახლა მე გადავწყვიტე „ჩემს ყაიდაზე“ გადმომეყვანა, მანქანა დავტოვეთ და მთელი ორი საათი ველოსიპედებით ვიხეტიალეთ. სახელი არ უკითხავს, მეც არ მიკითხავს, თითქოს ორივეს მოგვწონდა ერთმანეთის „ის“ სახელით მოხსენიება.პრადო 1

უცებ ჯიბეები მოვიქექე და „აჯენდა“ ვერ ვიპოვე, როგორც ჩანს მის მანქანაში დამრჩა, დამპირდა, რომ ფოტოს გადაუღებდა და გამომიგზავნიდა. ამ განრიგზე იყო დამოკიდებული ჩემი მოგზაურობის გაგრძელება, იქვე მეწერა როდის და რა ადგილას ჩავდიოდი მილანში, სად მივდიოდი და ა.შ.

ღამით უცნაური თამაში შემომთავაზა, კლუბში ცალცალკე უნდა დავმდგარიყავით და შევჯიბრებოდით, ვინ უფრო მეტ „პოტენციურ პარტნიორს“ მოიზიდავდა. ნახევარი საათის შემდეგ ვინანე, რომ დავთანხმდი, მამაკაცები გაცილებით აქტიურები იყვნენ, ვიდრე ქალები. მე დავმარცხდი.

ეს ერთი ლამაზი დღე, გაუგრძელებლად დასრულდა, რაკი მეორე დღეს მილანში მივდიოდი. 11 საათზე ჩავედი, თითქოს დაცლილი ემოციებისგან და უკვე თითქოს უინტერესო ხდებოდა მოგზაურობის გაგრძელება. და როცა უკვე დავფიქრდი, რა უნდა გამეკეთებინა, ჩემს ფეხებთან შავი ტოიოტა გაჩერდა. მომენტალურად გამახსენდა, რომ განრიგი მის მანქანაში დამრჩა, ბედნიერმა გავემართე მისკენ, რომ სასწრაფოდ ჩავმჯდარიყავი და მოულოდნელად ხელში გაოცებული, 60 წლამდე მამაკაცი შემრჩა, რომელიც მშვიდი სახით მიქნევდა ხელს, რომ ქუჩაზე გადავსულიყავი, ანუ რომელმაც უბრალოდ გზა დამითმო.

prado 2

და თითქოს სიმბოლური იყო, როცა ზუსტად 5 თვის შემდეგ ტოიოტას აქცია ვნახე, სადაც აღმოჩნდა, რომ ზუსტად „მისი“ მოდელი, რომლის სახელიც ტოიოტა Prado “Family 3.0l სულ რაღაც 33,000 დოლარამდე ღირდა. ცენტრში, შორიდან დანახვისას ისეთი ემოცია მქონდა, თითქოს კარი უნდა გაღებულიყო და ის გადმოსულიყო, მერე ეთქვა, რომ სხვა „აჯენდებიც“ მის მანქანაში დამრჩა და აქაც მომაგნო შესაბამისად.

შემდეგ გავუდგებოდით გზას ძველი თბილისის ქუჩებისკენ, დავიქანცებოდით, საღამოს ერთად დავლევდით წითელ ღვინოს და მერე მე მოვამზადებდი კერძებს, ის დაისვენებდა, და მრავალი ა.შ.

ჰოდა სასწრაფოდ მოვქექე თანხები ანგარიშზე და შემდეგ განვადების პირობებსაც გადავხედე, რომ ოდესმე მეც გავუჩერო ჩემი ახალი ტოიოტა ფეხით მოსიარულე, მომხიბლველ ტურისტს და ვაჩუქო ერთი დაუვიწყარი დღე.

 წყრაო:http://guramsherozia.com/

FB კომენტარები

კომენტარი