როგორ ვაქციოთ მომაბეზრებელი „ოლივიე“ ახალ სალათად – რჩევები

234
SHARE

ახალ წელს, დაბადების დღესა თუ სხვა დღესასწაულებზე, როდესაც შინ გეპატიჟებიან, სუფრაზე აუცილებლად წააწყდებით მაიონეზის დიდ მასაში აზელილ სხვადასხვა ბოსტნეულს, რასაც „ოლივიე“ ჰქვია, ეს სალათი უკვე იმდენად მოსაბეზრებელია, რომ ხშირად ხელუხლებელიც კი რჩება.

საჭიროა მისთვის ახალი სულის შთაბერვა და სხვა ინგრედიენტების დამატება.

ძირითადი ინგრედიენტები: მაიონეზი, კვერცხი, კარტოფილი, მჟავე კიტრი, მწვანე ბარდა, სტაფილო, ხახვი, კამა და გემოვნებით შეგიძლიათ დაუმატოთ ხორცი ან თევზი.

ახლა კი ვისაუბროთ იმ ინგრედიენტებზე, რომელსაც გირჩევთ, რომ დაუმატოთ აღნიშნულ სალათს:

სოკო

განსაკუთრებით მოუხდება ნიყვი ან ქამა სოკო. შეწვით მცენარეულ ცხიმში სანამ არ მიიღებს ოქროს ფერს, გააციეთ სოკო და ბოლოს დაუმატე სალათს.

ვაშლი

აიღეთ მაგარი და წვნიანი მწვანე ვაშლი, გაფრცქვენით და გახეხეთ. საკმარისი იქნება ნახევარი ან მაქსიმუმ ერთი ვაშლი. მას ვერავინ შეამჩნევს და თუ რატომ არის თქვენი სალათი გემრიელი და განსხვავებული, მხოლოდ თქვენ გეცოდინებათ.

ნიორი და ყველი

3 კვერცხზე ერთი კბილი ნიორი – აიღეთ მაგარი ყველი, საკმარისი იქნება 3–4 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი. ეს პროდუქტები უკანასკნელ მომენტში დაუმატეთ სალათს.

ლობიო

შეცვალეთ ნახევარი მწვანე ბარდა კონსერვირებული ლობიოთი და ეფექტით თავადაც გაკვირვებული დარჩებით.

FB კომენტარები

კომენტარი