როგორ ვაკოცოთ ზოდიაქოს ნიშანს, თუ მისი სამარადისოდ დასაკუთრება გვსურს

776
SHARE

ერთი კურსელი მყავდა, ზოდიაქოთი ტყუპი იყო, ძალიან ჩახლართული პირადი ცხოვრება ჰქონდა, დეტალებს მიზიარებდა ხოლმე. ვერ გაერკვა გრძნობებში, ახალი შეყვარებული უყვარდა, თუ ძველი.
ორჭოფობდა პირველი კოცნის შემდეგ – განსაკუთრებული ვერაფერი ვიგრძენიო. სასაცილოა, მაგრამ იმ ბიჭს რომ სწორად ეკოცნა, ალბათ, დღეს კვლავ ერთად იქნებოდნენ, რადგან გოგონა ყოფილ შეყვარებულთან კი არ დაბრუნებულა, უბრალოდ, მას დაშორდა. ორივე მხარემ რომ აირიდოს იმედგაცრუება, გთავაზობთ რჩევებს – როგორ უნდა აკოცოთ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს.

1. თუ გულში ვერძი ჩაგივარდათ, კოცნამდე მისი ხასიათის თავისებურებები უნდა გაითვალისწინოთ: ის ენთუზიაზმითა და ენერგიით სავსეა. ნუ აკოცებთ ნაზად, რადგან ამ შემთხვევაში ვერძს მეორე დღესვე დაავიწყდებით. მას თავი უნდა დააკარგვინოთ, რაც რთული ამოცანაა. საიდუმლოს გაგიმხელთ, ვერძი ყოველთვის ხვდება, გიკოცნიათ თუ არა წარსულში ვინმესთვის, ასე რომ, მის მოტყუებას ნუ შეეცდებით.
2. თუ კუროს კოცნა მოინდომეთ, მზად იყავით ერთ-ერთი ყველაზე ინტიმური შეგრძნებისთვის, რაც კი ცხოვრებაში დაგუფლებიათ. მის ტუჩებს ნაზად და ნელა უნდა შეეხოთ და სიყვარულის მორევში გადაეშვათ, სადაც კურო ნამდვილად დიდხანს დაგტოვებთ. თქვენი ყველა მოძრაობა მოზომილი და ფრთხილი უნდა იყოს, ისე თითქოს მსხვერპლს ეპარებით.
3. მოსუვენარი და ანცი ტყუპისთვის კოცნა გასართობია! მასთან სინაზეც საჭიროა და ველურობაც. ეს ნიშანი თქვენგან ელის ისეთ კოცნას, რომელიც აქამდე არ გამოუცდია. ნუ შეშინდებით, მაგრამ უნდა გითხრათ, ტყუპი ის ნიშანია, რომელიც ახალგაზრდობაშივე ასწრებს ყველაფრის დაგემოვნებას და ნამდვილად გაგიჭირდებათ მისი დაბნევა. მოსწონთ, როცა კოცნის პროცესში პარტნიორი იღიმება, რადგან ხვდება, რომ ის ბედნიერია.
4. არაფერი ათბობს კირჩხიბის ისე, როგორც კოცნა – სხეულის ყველა უჯრედს მოიცავს ხოლმე, მერე კი სულს ედება. თუ გინდათ, რომ კირჩხიბმა ვეღარაფერზე იფიქროს თქვენი ამბორის გარდა, ჯერ ლამაზი სიტყვებით დაახვიეთ თავბრუ და რომანტიკული ფილმის გმირად აქციეთ – წაიყვანეთ სანაპიროზე ან მანქანით ღია კინოთეატრში ფილმის საყურებლად დაპატიჟეთ, თუ ხარჯების მაქსიმალურად შეკვეცა გაწყობთ, შეგიძლიათ სახურავზე აიყვანოთ და მასთან ერთთად დაითვალოთ ვარსკვლავები. მხოლოდ შესაბამისი განწყობის შექმნის შემდეგ გადაიხარეთ კირჩხიბისკენ საკოცნელად, სხვა შეთხვევაში სილას გაგაწნით, შემდეგ კი, შესაძლოა, აღარ მოინდომოს თქვენთან საუბარი.
5. ლომს ისე უნდა აკოცოთ, თითქოს სამყაროს ყველაზე პოპულარული შოუს ვარსკვლავი ხართ და გადაცემის რეიტინგი ამ კოცნაზეა დამოკიდებული! იყავით თავაწყვეტილი, დაუმორჩილებელი, არ მოგერიდოთ და წელზე შემოახტით ან მსუბუქად კედელს მიაჯახეთ. ბევრ ლომს ვამპირული სექსუალური ფანტაზიები აქვს, ამიტომ შეგიძლიათ კისერშიც უკბინოთ და ტუჩებზეც.
6. ასტროლოგები ხუმრობენ, რომ დანახვისთანავე, ჯერ ქალწულის კოცნა გინდება და მხოლოდ ამის შემდეგ – გაცნობა. ქალწულმა ზუსტად იცის როგორ კოცნასაც იმსახურებს. შეეცადეთ, თქვენი ამბორი სველი არ იყოს. არავითარ შემთხვევაში არ სცადოთ ენით კავშირის დამყარება, ქალწულს მსგავსი რამ ზიზღს მოჰგვრის. ძალიან არ ააჩქაროთ, თორემ სასწრაფოდ ტუჩებს მოგაშორებთ, მაგრამ ნურც ზედმეტად ნელი იქნებით – ჩათვლის, რომ ვნება გაკლიათ. შეიძლება ჩათვალოთ, რომ ამდენი წვალება არ ღირს ქალწულის დასაუფლებლად, მაგრამ ცდებით. თუ ამ ნიშნის ადამიანს კოცნაში შეეწყობით, ის ამაღელვებელ შეგრძნებებში ჩაგითრევთ.
7. ყოველი კოცნისას სასწორი გაგრძნობინებთ, თითქოს ზღაპარში ამოჰყავით თავი და თქვენი ე.წ. ბედნიერი დასასრულიც ახლოს არის. არავითარ შემთხვევაში ეამბოროთ მშრალად და მორიდებით, პირიქით, მის ტუჩებს ფრანგულად დაეუფლეთ – არ მოგერიდოთ ენის გამოყენება. აკოცეთ ხშირად და დიდხანს.
8. მორელი ის ნიშანია, რომელიც კოცნის შემდეგ კვალს აუცილებლად ტოვებს – შეიძლება ტუჩზე სისხლჩაქცევაც კი აღმოაჩინოთ. მორიელს უნდა აკოცოთ ისე ღრმად, რომ თქვენი სულები ერთმანეთს შეეხოს. მას უნდა დააცხრეთ უეცრად და ყველგან – საზოგადოებრივი ადგილებით დაწყებული ჩაბნელებული სადარბაზოთი დამთავრებული. ე.წ. ადამიანი ობობას კოცნა (გაიხსენეთ კადრი, როდესაც ფილმში პიტერ პარკერი შენობიდან თავდაყირა ეშვება, მერი-ჯეინი კი ნახევრად მაღლა უწევს ნიღაბს და წვიმაში კოცნიან ერთმანეთს) სწორედ ის არის, რაც გჭირდებათ!
9. მშვილდოსანი მაშინაც კი ჩაგკოცნით, როცა თქვენდამი არაფერს გრძნობს. ამ შემთხვევაში მისი კოცნა სწრაფი და მთელ სახეზე მიმოფანტულია – ზოგჯერ ცხვირი, ზოგჯერ შუბლი, ტუჩი ან ნიკაპი. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანის კოცნით დასაკუთრება ძალიან გაგიჭირდებათ. დაიხმარეთ იუმორი, რადგან მშვილდოსანს სიცილი უყვარს. თუ გადაწყვიტავთ, რომ ინიციატორი გახდეთ, ეამბორეთ ისე, თითქოს თავგადასავალში შეტყუებას უპირებთ. მთავარია, კოცნის პროცესი არ მობეზრდეს, ამიტომ ძალიანაც ნუ გაწელავთ.
10. თხის რქა ადვილად არ დაგთანხმდებათ კოცნაზე, მაგრამ მყარად იდექით. ის, რაც რთული მისაღწევია, საბოლოოდ განსაკუთრებულად ტკბილი და სასიამოვნო აღმოჩნდება ხოლმე. თუმცა, სისულელეა მისგან რომანტიკული სახის კოცნას ელოდოთ ან თავად – შესთავაზოთ, რადგან სენტიმენტები მისთვის მეორეხაროსხოვანია. სამაგიეროდ, თავისუფლება მიეცით ვნებას. თავიდან მისი პასიურობა და თქვენი აქტიურობა, უხერხულშიც კი ჩაგაყენებთ, მაგრამ როგორც კი ბარიერს გადალახავს და თქვენს “მარწუხებში” აღმოჩნდება, ვნებიან პარტნიორად გადაიქცევა და თქვენგან წასვლა აღარ მოუნდება.

განაგრძეთ კითხვა:https://astrologi.ambebi.ge

Comments

comments