როგორ ვაიძულოთ ზოდიაქოს ნიშნები რომ ჩვენს სასარგებლოდ ჩაიდინონ რამე

38
SHARE

იძულების წესით ვინმესთვის საკუთარი სურვილების თავზე მოხვევა რა თქმა უნდა ერთობ არასახარბიელო და არაეთიკური საქციელია, თუმცა არსებობს პატარა და რაც მთავარია, უწყინარი ეშმაკობები, რომელიც იმ შემთხვევაში თუ ამა თუ იმ პიროვნების ზოდიაქოს ნიშანი ვიცით, დაგვეხმარება ამ უკანასკნელს საჩვენოდ რაიმე საქციელის ჩადენა ვაიძულოთ…

მაშ ასე, ვხსნით კარტებს:

ვერძს რომ რაიმე აიძულოთ, აუცილებელია უთხრათ, რომ ის ამას მაინც ვერასოდეს შეძლებს, ამიტომ არც კი სთხოვთ მას ამას – მერწმუნეთ შეძლებს და თანაც როგორ!

კუროს იძულების წესით ვერაფერს გააკეთებინებთ! თავი მოაჩვენეთ, რომ საერთოდ არ ეწინააღმდეგებით – ან უბრალოდ გემრიელ სადილზე მიიპატიჟეთ, სადაც თხოვნის სახით გააჟღერებთ საკუთარ სურვილს. როცა კური მაძღარია, ცხოვრება მშვენიერი ეჩვენება.

ტყუპისთვის საკუთარი აზრის თავზე მოხვევა რთულია. ის რა თქმა უნდა, მოგისმენთ, მაგრამ წამის მეასედში დაივიწყებს იმას, რაც უთხარით. ამიტომ სასურველია აზარტში ჩააგდოთ და რამე ისეთი სთხოვოთ რაც სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის შეგროვება-გავრცელება-გადამოწმების აუცილებლობას მოითხოვს. მერწმუნეთ ცდუნებას ვერ გაუძლებს.

კირჩხიბის გამოსაწვევად აუცილებელია საქმეში მისი ოჯახის წევრი ან ნათესავი ჩართოთ. უკეთეს შემთხვევაში თხოვნა, რომელსაც მის მიმართ გააჟღერებთ რაღაცით მაინც უნდა უკავშირდებოდეს კირჩხიბის ოჯახის ან ახლობლების ინტერესებს. თუკი რამე გამორჩენას ელის ამ მხრივ კირჩხიბი სიამოვნებით გამოგიწვდით დახმარების ხელს.

ლომი გიჟდება სხვების დახმარებაზე, ოღონდ თხოვნა არა მეგობრულ-ძმაკაცურ ტონში არამედ ჭეშმარიტი მთხოვნელის და “მააჯებელის” ამპლუაში უნდა გაჟღერდეს. თუკი ლომი დარწმუნდება, რომ მის იქეთ გზა არ გაქვთ, სიამოვნებით დაგეხმარებათ.

ქალწული ყოველთვის მერკანტილური კუთხით განიხილავს სხვისი დახმარების საკითხს, ამიტომ სანამ რამეს სთხოვდეთ ამ ადამიანს აუცილებლად დაუფიქსირეთ ის, თუ რა მოგებას ნახავს იგი ერთობლივი თანამშრომლობის შემთხვევაში. უანგარო ქველმოქმედება ამ ხალხის სტილი არ გახლავთ.

სასწორს დახმარებისთვის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართეთ, როცა რჩევები გესაჭიროებათ და არა რაიმე ტიპის კონკრეტული ქმედება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი საკუთარ იმიჯს არასოდეს გაიფუჭებს თქვენი პრობლემების მოგვარების გამო. უფასო რჩევებით კი იცოცხლეთ ბლომად მოგამარაგებთ.

მორიელს არასოდეს სთხოვოთ დახმარება პირდაპირ. მით უმეტეს თუ მისთვის ცხოვრებაში არაფერი გაგიკეთებიათ სასარგებლო. აჯობებს ჯერ იქეთ გადადგათ მისკენ სიკეთის ნაბიჯები და შემდგომში თავად იზრუნებს მორიელი რომ ვალში არ დარჩეს ამ მხრივ. ამ ხალხს ვალში მყოფის პოზიცია ძალიან აღიზიანებს.

მშვილდოსანს თამამად სთხოვეთ ნებისმიერ შემთხვევაში დახმარება, თუნდაც იგი თქვენთვის ნახევარი საათის გაცობილი ადამიანი იყოს. შანსი იმისა, რომ დაუფიქრებლად დაგეხმარებათ უფრო დიდია ამ დროს, იმიტომ რომ მშვილდოსნებს მოსწონთ უცნობ ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა.

თხის რქას ნურასოდეს აიძულებთ თქვენს სასარგებლოდ გააკეთოს რამე, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ისე გამოგიყენებთ იქით, რომ ამის შესახებ თავადაც გვიან გაიგებთ. თუკი თქვენ მასზე ჩინით, ავტორიტეტით ან განათლებით აღმატებული ადამიანი ხართ ამ შემთხვევაში საქმე სხვანაირად იქნება და სიამოვნებით გაირჯება იგი თქვენთვის.

მერწყული უზომოდ მეგობრული ნიშანია, თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ თქვენს დაკრულზე იცეკვებს. მას შეუძლია დაგეხმაროთ კიდეც, ოღონდ მხოლოდ მაშინ, თუ ამის გაკეთების სურვილი თავად აქვს. დაძალებით ან მანიპულაციით არაფერი გამოგივათ. შესაბამისად, დაელოდეთ მის ინიციატივას.

თევზები ყოველთვის მზადაა დაეხმაროს სხვას, ამიტომ ამ ადამიანთან არანაირი სვლების დაგეგმვა არ მოგიწევთ საიმისოდ, რომ მას რაიმე თქვენს საკეთილდღეოდ გააკეთებინოთ. თუმცა, იმდენად დაბნეული და ქაოსურია, რომ შესაძლოა თავად აღარ მოგინდეთ მისთვის რამის დავალება.

 

წყარო

Comments

comments