როგორ ეჯახება ირანში რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს (ვიდეო)

6706
SHARE

ირანში უკრაინული ბოინგის ჩამოვარდნის კადრები Gardian–მა გაავრცელა სათაურით – „ვიდეო სადაც ჩანს როგორ ეჯახება რაკეტა უკრაინულ თვითმფრინავს“

ვარაუდი აღნიშნულის შესახებ გუშინ გავრცელდა. თუმცა, ვარაუდობენ, რომ თვითმფრინავს რაკეტა შემთხვევით მოხვდა.

პენტაგონი ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს – უკავშირდება თუ არა მომხდარი აშშ–სა და ირანს შორის დაწყებულ სამხედრო დაპირისპირებას.

შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს თეირანში უკრაინული ბოინგი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 176 მგზავრი და ეკიპაჟიც ცხრავე წევრი დაიღუპა. ირანი უკრაინისთვის შავი ყუთის გადაცემაზე უარს აცხადებს და მომხდარს თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას აბრალებს.

FB კომენტარები

კომენტარი