როგორ დავამშვიდოთ გაბრაზებული ზოდიაქოს ნიშნები

755
SHARE

ნებისმიერი ადამიანი მიდრეკილია პერიოდულად ემოციების ხმაურიანი გამოვლინებისკენ. თუმცა ტემპერამენტიდან გამომდინარე ზოგი ამას ინტენსიურად აკეთებს, ზოგს კი ძალზე იშვიათად უყვარს “კვამლის გამოშვება” სამააგიეროდ, ასეთი ხალხის გაბრაზება გაცილებით უფრო საშიშია. დღევანდელ სტატიაში კი ზოგადად ვისაუბრებთ იმაზე, როგორ დავამშვიდოთ გაბრაზებული ზოდიაქოს ნიშნები და ვის რა “სუსტი წერტილები” გააჩნია ამ მხრივ.

ვერძის დამშვიდებას ნურც შეეცდებით. როცა ბრაზობს დრო მიეცით და უახლოესი ნახევარი საათის მანძილზე თვალთახედვის არედან გარიდეთ, თუ არ გინდათ, თავში რაიმე მძიმე საგანი მოგხვდეთ. ვერძის მრისხანება ხანმოკლეა, ამიტომ დასამშვიდებლად დროს თუ მისცემთ და მასთან პოლემიკაში არ შეხვალთ, ცოტა ხანში იგი ვერც კი გაიხსენებს რაზე გაგიბრაზდათ.

კურო უზომოდ მომთმენი და მშვიდი ადამაანია. შესაბამისად, მისი გაბრაზება და წყობიდან გამოყვანა არცთუ მარტივი საქმეა. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მაინც გააბრაზეთ, ე.ი. დიდი ხნის მანძილზე ითმენდა იგი თქვენს უპასუხისმგებლო საქციელს. ხოლო მრისხანებისას კუროსთან საუბარს ფრონტის ხაზზე საბრძოლველად წასვლა ჯობია. როგორც წესი, ასეთ დროს კურო არავის და არაფერს ინდობს. შესაბამისად, საკმაოდ დიდი დრო და მოთმინება დაგჭირდებათ მასთან ძველებური ურთიერთობების აღსადგენად, თუკი საერთოდ შეძელით ეს.

ტყუპის გაბრაზების ნუ შეგეშინდებათ. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ცვალებადი ბუნებით და უბოროტო ხასიათით არიან გამორჩეული. მიუხედავად იმისა, რომ ტყუპს მწარე ენა აქვს და გაბრაზებულზე შეუძლია ათასგვარი საზიზღრობა მოგახალოთ, ძალიან მალე იგი აბსოლუტურად დაივიწყებს თქვენთან კონფლიქტის დეტალებს და სამომავლოდ მეგობრობასაც სიამოვნებით შემოგთავაზებთ.

კირჩხიბი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე წყენია და სენსიტიური ნიშანია. ამიტომ მისი განაწყენება ძალიან მარტივი საქმეა. უფრო მეტიც, ხშირად შესაძლოა კირჩხიბს ისე აწყენინოთ, ვერც კი მიხვდეთ, რომ თქვენმა საქციელმა მას გული სერიოზულად ატკინა. პრობლემა ისიც არის, რომ კიბოები წყენას ჩხუბითა და ყვირილით არასოდეს გამოხატავენ. მათი საყვარელი პიზიცია ამ დროს არის გაბუტვა და სრული იგნორი. ამიტომ კირჩხიბის გულის მოსაგებად დიდი ჯაფა მოგიწევთ.

ლომი ამაყი, თავმოყვარე და ფიცხი ადამიანია. როგორც წესი, მას იშვიათად ახასიათებს წვრილმანების გამო კამათის წამოწყება. მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას და თუ ვინმე, მის თავმოყვარეობას შეეხო მრისხანების ქარიშხალი დაატყდება ამ უკანასკნელს თავს. თან არ დაგავიწყდეთ, რომ ლომს გაბრაზების ხმამაღალი გამოხატვა ახასიათებს. ამიტომ განმარტოებით არასოდეს მოგთხოვთ ახსნა-განმარტებას. უბრალოდ და მარტივად, ხალხის თანდასწრებით აგიღრიალდებათ და მეეჭვება თავი ამ დროს კომფორტულად იგრძნოს ვინმემ. საიმისოდ, რომ ლომი შემოირიგოთ, ნუ შეეპასუხებით მას. მშვიდად აღიარეთ საკუთარი დანაშაული და სამომავლოდ მეგობრობა შესთავაზეთ. მერწმუნეთ იგი უმალ მოლბება.

ქალწული გაწონასწორებილი და საღად მოაზროვნე ადამიანების რიცხვს განეკუთვნება. ამიტომ სისულელეებზე საკამათოდ ის დროს არავისთან დახარჯავს. ერთადერთი, რაც ქალწულს აცოფებს, სხვების მხრიდან გამოვლენილი უპასუხისმგებლობა და მუქთახორობაა. ამიტომ თუკი ზემოხსენებული “ცოდვებით” ბრძანდებით შემკული, ქალწულთან თქვენი დაპირისპირება გარდაუვალი იქნება. თუმცა არ გირჩევთ მასთან ღია ბრძოლის წამოწყებას. ქალწული ერთობ გამჭრიახი ზოდიაქოს ნიშანია. შესაბამისად, მას არაფრად უღირს ყოველგვარი დებოშის და ჩხუბის გარეშე გაგიფუჭოთ საქმე თუნდაც სამსახურეობრივ სფეროში, თანაც ისე, რომ თქვენ ამას ვერასოდეს გაიგებთ.

სასწორი ალბათ ყველაზე მშვიდობისმოყვარე, ნაკლებად აგრესიული და უკონფლიქტო ხალხის სიას განეკუთვნება. თუმცა, რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, მისი ეს უკონფლიქტო და დამთმობი ხასიათი ხშირად ხდება გარშემო მყოფებს შორის დაპირისპირების მიზეზი, რომლის მთავარი მოქმედი პირიც ზუსტად რომ სასწორია. მისი პრობლემა ისაა, რომ მუდამ ცდილობს “არც მწვადი დაწვას, არც შამფური” ეს კი ხშირად აკერებს ამ ადამიანს მედროვის ან აფერისტის იარლიყს.

მორიელი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე შურისმაძიებელი და დაუნდობელი ნიშანია. მისი მშვიდი გამომეტყველება და ერთი შეხედვით აუღელვებელი მანერები შეცდომაში ნუ შეგიყვანთ. ეს ადამიანი წესებს მანამ იცავს, სანამ ისინი მის გეგმებს არ ეწინააღმდეგება. შესაბამისად, თუკი თქვენ მას პიროვნულად შეეხებით, მერწმუნეთ, სამართლიანი და უსამართლო მეთოდებით შეეცდება თქვენს თავიდან მოშორებას. ამასთან ერთად, არ გეგონოთ, რომ ოდესმე მაინც გაუნელდეს სიბრაზე. მორიელთან კონფლიქტს, ყოველთვის მისი მეგობრობა ჯობია. ეს კარგად დაიმახსოვრეთ!

მშვილდოსანი ფიცხი, საშინლად უტაქტო მაგრამ უზომოდ გულმოწყალე და უბოროტო ნიშანია. როგორც წესი, მშვილდოსნები უფრო იქით აბრაზებენ სხვებს ვიდრე თავად სწყინთ ვინმესგან რამე. იგი ძალიან მოუხეშავი და დიპლომატიის არმქონე ადამიანია, ამიტომ, რასაც ფიქრობს ყოველთვის იმას ამბობს, თანაც მოურიდებლად. ერთადერთი, რაც თავად აცოფებს, ტყუილი და უსამართლო ბრალდებებია. ამის გამო შეუძლია მუშტებითაც მოგვარდეთ და გვარიანად გაგალამაზოთ. თუმცა, საბოლოო ჯამში თავად გამოუძახებს სასწრაფოს და მკურნალობის ფულსაც თვითონ გადაიხდის თქვენთვის.

თხის რქა ძალზე გაწონასწორებული, საკმაოდ მშვიდი და უკონფლიქტო ნიშანია, თუკი ვინმე თავად არ მოებლანდა უშნოდ ფეხებში. თხის რქები ყოველთვის დაკავებული არიან საქმით, შესაბამისად, ვინმესთან საკონფლიქტოთ არც დრო აქვთ, არც სურვილი. მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მის სიამაყეს ან პროფესიულ მიღწევებს შეეხეთ, მერწმუნეთ, ასეთი ადამიანის დაშოშმინება და შემორიგება მარტივი არ იქნება.

მერწყული როგორც წესი, არასოდეს არაფრისთვის იბრძვის. ამიტომ როგორც კი სიტუაცია კონფლიქტისკენ მწიფდება ის ან ოსტატურად ქრება ამ სიტუაციიდან, ან მშვიდი სახით ცდილობს მოვლენების უბრალო დამკვირვებლის როლი მოირგოს. მერწყულთან კონფლიქტის წამოწყება ძალიან რთული რამაა, ამიტომ მის შემორიგებაზე ზრუნვაც იშვიათად დაგჭირდებათ. თუ მაინც მოახერხეთ და აწყენინეთ, იგი სამომავლოდ მაინც გააგრძელებს თქვენთან ახლო მეგობრობას თუ არა კარგ ნაცნობობას. მისთვის კონფლიქტი მიუღებელია.

თევზები ერთი შეხედვით რბილი და უპრეტენზიო ნიშანია, მაგრამ მასზე უკეთ არავის ეხერხება გაბრაზებულზე ზურგს უკან ჭორებისა და ინტრიგების ხლართვა. ზოგჯერ თევზი ამას ბოროტი განზრახვით სულაც არ აკეთებს. მას უბრალოდ სჭირდება იწუწუნოს ვიღაცასთან. შესაბამისად, თუკი თევზის განაწყენება მოახერხეთ, კარგი იქნება გულახდილ საუბარში გამოიწვიოთ და თქვენი ურთიერთობის შესახებ მალევე გაარკვიოთ ყველაფერი.

FB კომენტარები

კომენტარი