როგორ დავამზადოთ კანისთვის უსაფრთხო სილამაზის საპონი სახლის პირობებში

832
SHARE

ჩვეულებრივი საპონი, რომელიც იყიდება მაღაზიებში, ძალიან აშრობს კანს და ხშირად შეიცავს უამრავ ქიმიურ ინგრედიენტებს. კანისთვის უსაფრთხო საპონი კი, ნაზი და რბილი მოქმედებით, ძალიან ძვირია. ამიტომ კარგი იქნება თუ თვითონ ვისწავლით სასარგებლო და ნაზი საპონის დამზადებას.

დაგჭირდებათ:

400 გ ჩვეულებრივი ბავშვის საპონი დანამატების და საღებავების გარეშე
4 ს.კ. ნებისმიერი სასარგებლო მცენარეული ზეთი ( ზეითუნის, ნუშის, ატმის, ყურძნის წიპწების)
2 ჭიქა რძე
1 ს.კ. “გერკულესი”
1 ს.კ. გლიცერინი
1 ს.კ. თაფლი
1 -1 ჩ.კ. თხევადი ვიტამინი А და ვიტამინი Е
2 ს.კ. გამხმარი გულყვითელა (კალენდულა)
3-4 წვეთი ეთერზეთი

ეთერზეთები შეარჩიეთ იმის მიხედვით თუ როგორი ტიპის კანი გაქვთ. ცხიმიან კანს მოუხდება ლავანდის, ჩაის ხის, სალბის და როზმარინის ეთერზეთები. მშრალი და ნორმალური კანისთვის რეკომენდებულია ვარდის, ჟასმინის, გრეიფრუტის, პაჩულის და ლავანდის ეთერზეთები.

დამზადების წესი:

საპონი უმჯობესია დაამზადოთ ქვაბში. საპონი გახეხეთ სახეხზე, დაამატეთ მცენარეული ზეთი და დადგით წყლის აბაზანაზე. თანდათან დაამატეთ რძე და ” გერკულესი” და ხარშეთ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, ამავე დროს მუდმივად უნდა ურიოთ, რომ არ დაუშვათ ადუღება.

თბილ წყალში წინასწარ დალბობილი გულყვითელა გაწურეთ წყლისაგან და ხარშვის დამთავრებამდე 15 წუთით ადრე დაამატეთ მასაში. შემდეგ დაამატეთ გლიცერინი, თაფლი და თხევადი ვიტამინები. თქვენი კანისთვის შესაფერისი ეთერზეთი დაამატეთ ხარშვის ბოლოს, ვინაიდან თუ დაამატებთ უფრო ადრე, ის უბრალოდ აორთქლდება.

როგორც კი ქვაბს ამოიღებთ წყლიდან, მაშინვე გაანაწილეთ მასა პლასტმასის ფორმებში (შეიძლება გამოიყენოთ იოგურტის, ხაჭოს ფორმები). ფორმებს წინასწარ წაუსვით ნებისმიერი მცენარეული ზეთი სუნის გარეშე, რომ სუნი არ გადავიდეს საპონზე. შემდეგ ფორმები შედგით საყინულეში 30 წუთით.

როცა საპონს გამოიღებთ საყინულედან, ამოიღეთ ფორმებიდან და დააწყეთ სუთა თეთრ ქაღალდზე, რომელიც შემდეგ მოათავსეთ კარადის თავზე, სადაც უნდა დატოვოთ 10 დღით. ყოველ დღე საპონი გადააბრუნეთ, ასე ის უფრო კარგად შეშრება. 10 დღის შემდეგ საპონი გაახვიეთ საკვების პოლიეთილენში და შეინახეთ.

ასეთი საპონი გამოდის ძალიან ნაზი, სასარგებლოა კანის ჯანმრთელობისთვის და, რაც მთავარია, აბსოლუტურად ნატურალური!

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი