როგორ დაალაგა თამრიკო ჭოხონელიძემ ურთიერთობა გია როინიშვილთან დაშორების შემდეგ

57
SHARE

მომღერალი აცხადებს, რომ ძალიან ძნელია სიყვარულით გაჟღენთილ გარემოში გაზრდილი ადამიანისთვის სიყვარულით შექმნილი ოჯახის დანგრევა და ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნება, მაგრამ შესაძლებელია.

„ძალიან ბევრი ამბობს, რით ვერ გადახარშე შენი პირადი ცხოვრების დანგრევაო?! როდესაც ძირძველ, ფესვგამდგარ და სიყვარულით გაჟღენთილ ოჯახში ხარ გაზრდილი, ძალიან ძნელი გადასახარშია… იძულებული გავხდი ოჯახიდან წამოვსულიყავი, რაც ჩემთვის ძალიან რთული იყო. იყო წლები, როცა ჩემსა და გიას შორის კამათიც მეტი იყო და წყენაც, მაგრამ ნელ-ნელა ყურადღება გადაგაქვს შვილებზე, მათ აღზრდაზე. მთელი ტვირთი საკუთარ თავზე მქონდა აღებული, თავის დროზე ვერ მივაღწიე ისეთ ურთიერთობებს, რომ მე და გიას სხვადასხვა საკითხი ერთად გადაგვეწყვიტა, თუმცა ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა. წლებმა თავისი მოიტანა, ალბათ შეგნებაც უფრო გაღრმავდა ჩემშიც და გიაშიც და ახლა ეს ურთიერთობები ძალიან ჩვეულებრივია. მით უმეტეს, როცა შვილი ოჯახს ეკიდება, ძნელია მარტო „გამკლავება“, გამიჭირდებოდა მარტო ამის გაკეთება, ამიტომ შევეცადე, გიაც ჩამერთო და ნელ-ნელა ჩვენი ურთიერთობაც დალაგდა“, – განუცხადა თამრიკო ჭოხონელიძემ „რეიტინგს“.

წყარო: რეიტინგი 

FB კომენტარები

კომენტარი