როგორ გრძნობს თავს ანი ღონღაძის ფეხბურთელი ქმარი

341
SHARE

ანი ღონღაძის მეუღლე, ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე თავს უკეთ გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაცია საფეხბურთო კლუბ გორის „დილას“ ფეისბუქის გვერდიზე გავრცელდა.
„კარგი ამბავი გვაქვს – გუშინ, გვიან ღამით, მივიღეთ ინფორმაცია, რომ გიორგის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდა, სულ ოდნავ, მაგრამ მაინც. საქმე ისაა, რომ დიაგნოსტიკა გადაუღეს და გემატომა არ დიდდება ზომაში და არც დაზიანების დონე მატულობს. მოსალოდნელია, რომ დღეს საღამოს კიდევ ახალი დეტალები გახდეს ცნობილი, თქვენ კი კვლავ ლოცვის გაძლიერებისკენ მოგიწოდებთ, მეგობრებო, რადგან ჩვენ ამით გიოს დახმარება შეგვიძლია“, – აღნიშნულია გორის „დილის“ ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე ავარიაში 7 ივნისს მოჰყვა.

FB კომენტარები

კომენტარი