როგორ განკურნა პატრიარქმა სიმსივნისგან კახი კავსაძე

428
SHARE

“სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად” ქრისტიანულ სასწაულებზე აჩვენეს სიუჟეტი, სადაც მსახიობმა კახი კავსაძემ საკუთარ ავადმყოფობაზე ისაუბრა.

მსახიობის თქმით, რამდენიმე წლის წინ სიმსივნე აღმოუჩინეს, 7 ოპერაციის შემდეგ კი ექიმებმა მასზე ხელი ჩაიქნიეს. სამკურნალოდ გერმანიაში გაამწესეს. გაფრენამდე ერთი დღით ადრე უწმინდესმა დალოცა.
“ვემთხვიე უწმინდესს და რომ წავედი თითი გამოიშვირა, მომაძახასავით, ყველაფერი კარგად იქნებაო”, – აცხადებს კავსაძე.
როდესაც კლინიკაში მივიდა და გერმანელმა ექიმებმა დიაგნოზი ნახეს, მსახიობის თქმით, ექიმები შეშფოთდნენ.
“არ დაექვემდებარება მკურნალობას-მეთქი? – ვკითხე. უნდა ვნახოთო. ეხოსკოპია რომ გადამიღეს, მითხრეს, ოპერაცია რას გავუკეთო, არაფერი არ გაქვთო. რას ქვია არ მაქვს-მეთქი, ჩემმა მეგობრებმა გადამიღეს თბილისშითქო. უწმინდესმა მადლო დამასხივა და სიმსივნეც გაქრა”, – აცხადებს მსახიობი.

FB კომენტარები

კომენტარი