როგორ გამოიყურება დეკორატიული ძროხა

151
SHARE

სოციალურ ქსელში გვერდი “ფერმა” დეკორატიული ძროხის ფოტოებს აქვეყნებს.

“ეს ფუმფულა და საყვარელი არსება დეკორატიული ძროხაა. ის 20 წლის წინ ამერიკის აიოვას შტატის ლოტნერის ფერმაში გამოიყვანეს და ცნობილი სხვადასხვა ქვეყნებისთვის 2011 წელს გახდა.
ამბობენ, მისმა პატრონმა ძროხა ჰაილენდის, ანგუსის და გერეფორდის ჯიშების შეჯვარების შედეგად მიიღო.
ისინი დაჰყავთ გამოფენებზე, აფასებენ, მხოლოდ გარეგნული მაჩვენებლებით და თანაც საკმაოდ მაღალი ქულებით.. გამოფენებამდე კი აბანავებენ სპეციალური შამპუნებით, რომ ბეწვი რაც შეიძლება ლამაზი და ფაფუკი ჰქონდეთ.
ამ ფუმფულა ძროხის ფასი საკმაოდ მაღალია და ეს ციფრი 5 ათასი დოლარიდან იწყება”,- ვკითხულობთ ფოტოს აღწერაში.

სოცქსელის მომხმარებლები დეკორატიული ძროხის ფოტოებს სახალისო კომენტარებით შეხვდნენ.

FB კომენტარები

კომენტარი