როგორ გამოეხმაურა რობერტ სტურუა საზოგადოების მწვავე კრიტიკას, რომელიც სპექ­ტაკ­ლს, “ბედი ქარ­თლი­სა” ეხებოდა

243
SHARE

რო­ბერტ სტუ­რუ­ას სპექ­ტაკ­ლს, “ბედი ქარ­თლი­სა”, რომელიც 12 მარტს რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რიზ­მის 100 წლის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ სტუმ­რებს წა­რუდ­გი­ნეს, ნეგატიური შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა მას სამარცხვინო უწოდა. მწვავე კრიტიკას რობერტ სტურუა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოეხმაურა:
“ყვარ­ყვა­რეს” გამო, და­ჭე­რით მე­მუქ­რე­ბოდ­ნენ;
“კავ­კა­სი­უ­რის” გამო – მხსნიდ­ნენ;
“რი­ჩარ­დმა” ანო­ნი­მუ­რი წე­რი­ლე­ბი გაგ­ზავ­ნა მოს­კოვ­ში, ЦК-ში და КГБ-ში;
“ლურ­ჯი ცხე­ნე­ბი” – ამიკ­რძა­ლეს;
ინ­ტერ­ვიუ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე და – “თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ბე­ლად­მა, ვინ­მე სოვ­და­გარ-სა­ა­კამ გა­მაგ­დო;
“არა­ის­ტო­რი­ულ­მა ამ­ბავ­მა” – ვი­თომ აღ­შფო­თე­ბუ­ლი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი და­ამ­შვი­და, ბედ­ნი­ე­რებ­მა ია­რაღს სტა­ცეს ხელი და “ნა­ცე­ბის” და”თა­ვი­სუფ­ლე­ბის” ბრძა­ნე­ბით, მე – უნი­ჭო და გახ­რწნი­ლი რე­ჟი­სო­რი, კე­დელ­თან მი­მაბ­ჯი­ნეს და გემ­რი­ე­ლად დ ა მ ხ ვ რ ი ტ ე ს!
ჩემო ცა­ფი­რუზზურ­მუხ­ტო, ტკბი­ლად გა­აგ­რძე­ლე უბად­რუ­კი ძილი!” – წერს რეჟისორი.

FB კომენტარები

კომენტარი