როგორ გავხადოთ სექსუალური ურთიერთობები უფრო მრავალფეროვანი?

1216
SHARE

ბევრი დაქორწინებული წყვილი აღიარებს, რომ ურთიერთობებში კრიზისის დაძლევასთან ერთად მათ ცხოვრებაში სიახლეები გაჩნდა. როგორ გავხადოთ ჩვენი სექსუალური ცხოვრება უფრო მრავალფეროვანი? პასუხის მოძებნაში სექსოლოგები, ფსიქოთერაპევტები და, უბრალოდ, გამოცდილი მეუღლეები დაგვეხმარებიან.

სექსი – გრძნობაა

რა თქმა უნდა, სექსი 30 წლის ასაკში ის სექსი აღარაა, რომელიც 18 წლისას შეიძლება ჰქონდეს. შედარებით ადრეულ ასაკში სისხლში ჰორმონები ჩქეფს, შეგიძლიათ მთელი ღამე გეღვიძოთ და დილით მაინც არაფერი გეტყობოდეთ. წლებთან ერთად სილამაზე და თავდაჯერებულობაც მცირდება. თუმცა სექსით დაკმაყოფილება, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, თუ ზოგადად რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი ქორწინებით. თუ მეუღლეები საკუთარი ინტიმური ურთიერთობებით კმაყოფილნი არიან, ეს ქმნის ფონს, რომელზეც მათი ურთიერთობები სხვა სფეროებში ვითარდება.

ინტიმურ ურთიერთობებში სიახლის შესატანად სექსოლოგები სექსში რამდენიმე ახალი პოზიციის ცდას გვირჩევენ. გარდა ამისა, დაგეხმარებათ ასევე სექს-შოპში რამე საინტერესო ნივთის ყიდვა. თუმცა საუბარია იმაზე, რომ თქვენი ინტიმური ურთიერთობები გახადოთ უფრო მრავალფეროვანი არა ერთი-ორი კვირით, არამედ გაცილებით დიდი დროით. თუ თქვენს ქორწინებაში უკვე 10-12 წლის მანძილზე იმყოფებით, ურთიერთობების გახალისება სექსუალური თამაშების (როდესაც ყოველი თქვენგანი რაღაც როლს ირგებს) გარეშე არ გამოვა, – ამბობენ სპეციალისტები.

აღსანიშნავია, რომ როდესაც თქვენ საკუთარი თავით უკმაყოფილო ხართ, გამბედაობა ქრება, თვითშეფასება მცირდება. ეს ყველაფერი სექსის მკვლელია. და როდესაც ქალი სპორტითაა დაკავებული, მისი სხეული სულთან ჰარმონიაშია და სექსიც ორივესთვის უფრო მისაღები და საინტერესოა. ქალი იზიდავს მამაკაცს. თუ გსურთ, თქვენ უფრო მიმზიდველი გახდეთ, ამაში არაბული, ლათინოამერიკული ცეკვები დაგეხმარებათ. და კიდევ, ურთიერთობების გაახალგაზრდავებისთვის ერთად მოგზაურობაა აუცილებელი.

გაანებივრეთ ერთმანეთი

მეუღლეები, რომლებსაც არ ავიწყდებათ ერთმანეთის მიმართ სინაზე და სიყვარული, როგორც წესი, საწოლშიც არ ცივდებიან. დიდი ხანია მეუღლისთვის საწოლში ყავა არ მიგირთმევიათ? სეირნობთ საღამოს მთვარის შუქზე? რაც უფრო ხშირად გადასცემთ მეორე ნახევარს თქვენს დადებით ემოციებს, მით უფრო ძლიერია თქვენი სექსუალური კავშირი. დაღლილ, გამოფიტულ სხეულებს ასეთივე დაღლილი სექსი აქვთ. ამიტომ, ასეთ შემთხვევებში მიეცით ერთმანეთს დასვენების საშუალება.

პრობლემები გარეთ დატოვეთ

სამსახურებრივი პრობლემები გარეთ დატოვეთ. არ მიიტანოთ სახლში დოკუმენტები, რომელთა ნახვაც სამსახურში ვერ მოასწარით. თუკი ამ დღეს თქვენ აუცილებლად უნდა განაგრძოთ მუშაობა სახლშიც, ინტიმური ურთიერთობები გადადეთ სხვა დროისთვის.

არ გადააქციოთ ქმარი მეგობარ გოგოდ

ყოველთვის გახსოვდეთ: თქვენს გვერდითაა მამაკაცი! ეს მამაკაცი კი ყოველდღე უნდა მოხიბლოთ და დაიპყროთ. პრაქტიკაზე კი სხვაგვარად ხდება. ცოლი სარკესთან ტრიალებს და ქმარს ეუბნება, როგორ გასუქდა, სტომატოლოგისგან დაბრუნებული უყვება მეუღლეს, რამდენი ხვრელი აქვს კბილებში ან ქმართან ერთად განიხილავს, რომელი ანტიცელულიტური კრემი შეიძინოს. მოკლედ, აკეთებს ყველაფერს, რასაც გაცნობის პირველ ეტაპზე არასდროს გააკეთებდა!

დაამატეთ იუმორი

ვინ გითხრათ, რომ სექსში იუმორი არ არსებობს? ხანდახან ვნების აღსაძვრელად სიცილიც კი საკმარისია. ბევრი ჟურნალის რჩევაა, მაგალითად, სამსახურიდან დაბრუნებულ ქმარს შიშველი, წინსაფრით შეხვდეთ. ერთმა ქალბატონმა კი ამ იმიჯს კიდევ როლიკები დაუმატა. ქმარი ხარხარებდა! ღამეც საოცარი გამოვიდა.

ეფლირტავეთ მეუღლეს

ფლირტი უცხო მამაკაცთან რთული არაა. საკმარისია მაცდურად გაიღიმოთ და შეხედოთ მამაკაცს, რომ ის მზად იქნება, თქვენს წინაშე მუხლებზე იდგეს. უფრო ძნელია, ეფლირტავო საკუთარ მეუღლეს. მაგალითად, სტუმრად მიმავალს, ან ქუჩაში სეირნობისას ყურში თქვენი დღევანდელი ღამის სცენარი ჩასჩურჩულეთ. სტუმრად ყოფნისას, ხალხში ასევე შეუმჩნევლად და მაცდურად შეეხეთ, – ეს მოსწონთ მამაკაცებს, – გვირჩევენ სპეციალისტები.

FB კომენტარები

კომენტარი