როგორ გავიგოთ რომელია ჩვენთვის ყველაზე წარმატებული თვე წელიწადში

111
SHARE

რუსეთში ძალზე პოპულარული ასტროლოგი ვასილისა ვოლოდინა თვლის, რომ ადამიანისთვის დაბადების დღეს და მის შემდგომ თვეებს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი აზრით, ყოველი თვე ჩვენი დაბადების დღის შემდგომ, გარკვეულ ინფორმაციას მოიცავს და კონკრეტული მოვლენების ალბათობაზე მიგვითითებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია გავარკვიოთ კონკრეტულად რა პერიოდში გველოდება სირთულეები ან პირიქით გაგვიმართლებს.

დაბადების დღის თვეს – სასურველია, რომ სამომავლო გეგმები დავისახოთ. ეს არის მოტივაციის თვე.

დაბადების დღიდან მეორე თვეს – ფინანსებს უკავშირდება. შესაძლოა გააკეთოთ შენაძენი ან ახლებური გზით დაიწყოთ ფულის გამომუშავება.

დაბადების დღიდან მესამე თვეს – ახალი კონტაქტების შეძენის, ჯანმრთელობაზე ზრუნვის თვეა.

დაბადების დღის მეოთხე თვე – რთული თვეა, მოერიდეთ ემოციების ამაოდ ხარჯვას. ენერგია ოჯახის წევრებისკენ მიმართეთ.

დაბადების დღიდან მეხუთე თვე – აქტიური ცხოვრების წესის, გონივრული რისკის პერიოდია. თქვენ შეგიძლიათ იბრწყინოთ ამ თვეს.

დაბადების დღიდან მეექვსე თვე – ისე როგორც არასოდეს, გარემოებებზე ხდებით დამოკიდებული. ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. აჯობებს დინებას მიყვეთ.

დაბადების დღიდან მეშვიდე თვეს – მატულობს კომუნიკაცია და იძენთ ახალ, სასარგებლო ნაცნობებს. ამ პერიოდში არ არის სასურველი სამართლებრივი დავების წამოწყება.

დაბადების დღიდან მერვე თვე – ფატალური, მოულოდნელი მოვლენების თვეა. შესაძლოა სულ “შარში” ეხვეოდეთ. ამ პერიოდში ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი არ უნდა ენდოთ ბრმად.

დაბადების დღიდან მეცხრე თვეს – სურვილების ასრულების პერიოდი დგება. ჯადოსნური თვეა. ბევრი იოცნებეთ და იმოგზაურეთ.

დაბადების დღიდან მეათე თვე – სამსახურეობრივი ინტრიგების გააქტიურებას გპირდებათ. მოგიწევთ მტკიცედ დაიცვათ თქვენი ადგილი პროფესიულ სარბიელზე.

დაბადების დღიდან მეთერთმეტე თვე – ყველაფერი შეგიძლიათ სუფთა ფურცლით დაიწყოთ. ახალი იდეების რეალიზაციისთვის საუკეთესო დროა.

დაბადების დღიდან მეთორმეტე თვე – მატულობს შეცდომების დაშვების რისკი. ამ პერიოდში მარტივად მოექცევით სხვისი, ნეგატიური გავლენის ქვეშ. აჯობებს დრო განმარტოებასა და თვითგანვითარებას დაუთმოთ.

წყარო: astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი