როგორ გავთხოვდეთ სასურველ მამაკაცზე

171
SHARE

მზის გარდა ადამიანის ჰოროსკოპში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მთვარე. მამაკაცის ჰოროსკოპში სწორედ მთვარე მიუთითებს თუ როგორი ტიპის ქალს აირჩევს იგი ცოლად. ამიტომ, თუ იცით, რომელ ნიშანში ჰყავს თქვენ საყვარელ მამაკაცს მთვარე, შეგიძლიათ მოქმედების სტრატეგია და ტექნიკა შეიმუშაოთ.

თუ თქვენს მამაკაცს მთვარე ტყუპში ჰყავს

საჭიროა:

* ხშირად ესაუბროთ ინტელექტუალურ თემებზე;
* მშვიდათ მოუსმინოთ აზრის დასრულება, რა თემასაც არ უნდა ეხებოდეს მისი მონოლოგი;
* იყოთ მხიარული და ამყოლი;
* იყოთ საინტერესო, მომხიბლავი, მაგრამ ამავდროულად, შეინარჩუნოთ იდუმალება;
* მისთვის მხოლოდ საყვარელი კი არა, საუკეთესო მეგობარიც უნდა იყოთ;
* დაუმტკიცოთ მისდამი გრძნობა, მაგრამ არა გაცნობის პირველივე დღეებში.

იგი თქვენზე არასდროს დაქორწინდება, თუ თქვენ…

* შეეცდებით შეუზღუდოთ თავისუფლება;
* ხართ ცანცარა და უინტერესო ადამიანი;
* არ გაქვთ იუმორის გრძნობა;
* აკრიტიკებთ მისი ჩაცმულობას, იმიჯს;
* მისგან მხოლოდ სექსი გსურთ;
* არ იზიარეთ მის ინტერესებს.

თუ თქვენს მამაკაცს მთვარე კირჩხიბში ჰყავს

საჭიროა:

* ისწავლოთ გემრიელი კერძების მომზადება;
* ოჯახში გქონდეთ სიმშვიდისა და სიმყუდროვის შეგრძნება;
* დაივიწყოთ კლუბები და დაქალებთან ერთად გართობა;
* იყოთ რომანტიკული, სენტიმენტალური და მგრძნობიარე;
* დაუმეგობრედეთ დადამისს;
* გახსოვდეთ მთვარის ფაზები და მათი გავლენა თქვენს კირჩხიბზე.

იგი თქვენზე არასდროს დაქორწინდება, თუ თქვენ…

* ცდილობთ დაიმორჩილოთ;
* ხართ ზედმეტად ხმაურიანი და აქტიური;
* ბოლო ხმაზე უსმენთ მუსიკას;
* მფლანგველი ხართ და უსარგებლო ნივთებზე ხარჯავთ ფულს;
* თავქარიანი ხართ, მის პარალელურად აბამთ რომანებს და ამას არც მალავთ;
* ცუდად იხსენიებთ და ექცევით დედამისს.

FB კომენტარები

კომენტარი