როგორ ბრაზდებიან ზოდიაქოს ნიშნები

261
SHARE

ალბათ ნებისმიერ ჩვენგანს ჰქონია მრისხანების და ე.წ. “კვამლის გამოშვების” პერიოდი, როცა უკმაყოფილება ყველა შესაძლო ზღვარს აღწევს და ემოციები უკვე კონფლიქტის სახით ვლინდება. ასტროლოგებს მიაჩნიათ, რომ არსებობენ განსაკუთრებით კონფლიქტური, ნაკლებკონფლიქტური და თითქმის უკონფლიქტო ნიშნები. ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული ნიშნის მმართველ სტიქიაზე და ამ სტიქიის გამოვლინების სიძლიერეზე ამა თუ იმ ინდივიდში.

ყველაზე კონფლიქტური და აგრესიული ნიშნების კატეგორიაში გადიან ვერძები, მორიელები, მშვილდოსნები და ლომები. ამ ხალხის წონასწორობიდან გამოყვანა საკმაოდ მარტივი საქმეა. ისინი ხშირად გვევლინებიან ასევე კონფლიქტის უშუალო წამომწყებისა და ინიციატორის როლშიც. მათ შორის ყველაზე მძიმე შემთხვევა ვერძია, რომელიც ფაქტობრივად არაფრის გამო იწყებს ხშირად კონფლიქტს. არანაკლებ ფიცხია მშვილდოსანიც, ოღონდ ის უფრო “კოლექტიური” ბუნტისთავის როლში გვევლინება – უყვარს ჯგუფურად კონფლიქტის წამოწყება. რაც შეეხებათ ლომს და მორიელს, ორივე მათგანი დახვეწილი აგრესორია. ამიტომ ბრძოლას ყოველთვის წესების დაცვით და ღირსების შეგრძნებით აწარმოებენ. მათთვის სერიოზული კონფლიქტის შემთხვევაში ყველა გზა და მეთოდია მისაღები. ამ მხრივ, მორიელი განსაკუთრებული “ოსტატობით” გამოირჩევა.

შედარებით მეტი ლოიალურობით გამოირჩევიან კონფლიქტურ სიტუაციებში კირჩხიბი, თევზები, სასწორი და ქალწული. ამ ხალხს როგორც წესი იშვიათად ვხვდებით კონფლიქტის ინიციატორის ან აგრესორის როლში. მათ უმეტესობას ღია ბრძოლას ყოველთვის ურჩევნია კულისებიდან დააკვირდეს სიტუაციას და არასოდეს უბინდავთ რისხვა ისე გონებას, რომ სიტუაციის კონტროლი დაკარგონ.

საკმაოდ გვიან და იშვიათად ახასიათებთ გაბრაზება თხის რქებს და კუროებს. მათ უმრავლესობას იშვიათად სცალია ჩხუბისა და აყალმაყალისთვის. ისინი ძირითადად მშრომელი და მუყაითი ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებიან. თუმცა, თუკი ვინმე თავხედი გზას უშნოდ უღობავს, კუროსაც და თხის რქასაც გააჩნია საკმარისი რესურსი თავის და საკუთრების დასაცავად. ამიტომ ამ ორი ნიშნით დაბადებულის მოთმინებას ბოროტად ნუ გამოიყენებთ.

დაბოლოს, ასტროლოგების აზრით, ყველაზე არაკონფლიქტურთა სიაში ტყუპისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები მოხვდნენ. მართალია, ტყუპის დიდ ნაწილს ენა სამართებელივით უჭრის და ხშირად ახასიათებს ცინიზმით გაჯერებული კომენტარები, მაგრამ რეალურ კონფლიქტებზე ტყუპები არასოდეს მიდიან. მათ ძალზე მოკლე მეხსიერება აქვთ საიმისოდ, რომ ვინმეზე წყენა გულით ატარონ. ხოლო რაც შეეხება მერწყულს მის ჰუმანურ და კოსმოპოლიტურ ფსიქოლოგიაში აგრესია და კონფლიქტი საერთოდ არ შედის. შესაბამისად, ნებისმიერი მერწყული არიდებს თავს ჩხუბს და დრამატულ ისტორიებს. არა იმიტომ რომ მშიშარა და ლაჩარია, არა – მას უბრალოდ არ მიაჩნია ჩხუბი კონფლიქტის დარეგულირების ეფექტურ მეთოდად.

FB კომენტარები

კომენტარი