როგორ აფასებს თამრიკო ჭოხონელიძე ეკა მამალაძესთან მეუღლის ღალატს

1099
SHARE

წლების შემდეგ თამრიკო ჭოხონელიძე რამდენიმე წელია მარტო ცხოვრობს. იგი მეუღლეს, გია როინიშვილს გაშორდა. ოჯახი ღალატმა დაანგრია.
“ჭორები გიასა და ეკას რომანის შესახებ ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა ქალაქში. ბოლოს და ბოლოს, დადგა დღე, როცა ჭორებმა თამრიკოც შეაწუხა და გიას დაელაპარაკა, რა ხდებაო. გია გადაირია, რა უნდა ხდებოდესო.
ერთი პერიოდი ოჯახური სკანდალი მინელდა, მაგრამ არა ეკასა და გიას ურთიერთობა. ერთხელ გიას ტელეფონი შემთხვევით სახლში დარჩა. თამრიკომაც “სრულიად შემთხვევით” აპარატი აიღო და პირველივე ღილაკზე თითის დაჭერით ეკასთან მოხვდა. ძალიან გაბრაზდა. წავიდა ერთ-ერთ სატელეფონო კომპანიაში და გიას მიერ ეკასთან დარეკილი ზარები ამოაბეჭდინა. გიას ბოლო სამი თვის მანძილზე 300-ზე მეტჯერ ჰქონდა დარეკილი ეკასთან. აქ დამთავრდა მათი ოჯახური თანაცხოვრება”, – იხსენებს ოჯახის მეგობარი.
თამრიკოს ძალიან გაუჭირდა ღალატის გადატანა. მან მოღალატე მეგობარი სამუდამოდ წაშალა საკუთარი ცხოვრებიდან. რაც შეეხება გიას, ის თამრიკოს შვილების მამაა და ურთიერთობა მაინც აქვთ.
ღალატით მიყენებული ჭრილობა კი მომღერალს ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.
“ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ის ფაქტი, რომ მე და გია ოფიციალურად ცოლ-ქმარი აღარ ვართ, ჩემთვის მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობა, მყარად ფეხზე დგომა, პირველ რიგში, მისი შვილებისთვის და ჩემთვისაც. ძნელად ვივიწყებ იმას, რაც ჩემთვის ძვირფასი და კარგი იყო, ამიტომ შინაგანად გიას გვერდში დგომის ინსტინქტი მაქვს”, – ამბობს თამრიკო.

წყარო:jeje.ge

FB კომენტარები

კომენტარი