როგორ ასწავლოთ მამაკაცს სექსი და მიიღოთ დამსახურებული სიამოვნება

110
SHARE

1. წინადადების შეთავაზება

უბრალოდ უთხარით, რომ რაღაც არ გაკმაყოფილებთ. ხშირად გერიდებათ მამაკაცს უთხრათ, რომ არ შეგახოთ ხელი სათანადო ადგილას, არ გაკოცათ იქ სადაც საჭიროა და საერთოდაც არასწორად დაიწყო და ცუდად დაასრულა კიდეც.

მაგრამ თქვენ ხომ ქალი ხართ და არა ინსტრუქტორი – რა თქმა უნდა ამ ყველაფერს მამაკაცი თავად უნდა აცნობიერებდეს, მაგრამ ვიდრე დუმხართ და მოთმინებით ელოდებით, დამსახურებული ორგაზმის შანსს კარგავთ.

აუცილებელია მამაკაცს გაუზიაროთ უკმაყოფილება, მაგრამ ამას პროცესის დროს ნუ გააკეთებთ. შეგიძლიათ ზოგადად მიანიშნოთ, რომ უხეში/რბილი/ვნებიანი სექსი მოგწონთ. მთავარია გაიგოს, რომ თქვენ სულ სხვა
რამ გჭირდებათ.

2. გააკეთე ისე, როგორც მე ვაკეთებ ამას

როგორც გითხარით პარტნიორთან ღია გაკვეთილები არ გამოგადგებათ და ეს დესტრუქციულია მისი თვითშეფასებისთვის. არიან მამაკაცები, რომლებიც გაურბიან სექსზე საუბარს და ეს მათი სექსუალური კომპლექსებითა და შიშითაა გამოწვეული. როგორ ასწავლოთ მას სექსი? დაჯექით ზურგით, დაიჭირეთ პარტნიორის ხელი და მოეფერეთ საკუთარ სხეულს მისი ხელებით.

ეს გააკეთეთ ისე, როგორც საკუთარ თავთან განმარტოებისას გააკეთებდით. თითოეული მოძრაობა 3-ჯერ მაინც გაიმეორეთ, რათა მან ყველაფერი კარგად დაიმახსოვროს. დაიჯერეთ, მას ძალიან დააინტერესებს თქვენი სხეულის მანიპულაცია.

3. ერთობლივი ექსპერიმენტი

მაშ ასე! როცა მამაკაცი თქვენთვის სიამოვნების მონიჭებას ისწავლის, ერთობლივი სექს-ექსპერიმენტის დრო დგება. უნდა შეარჩიოთ ორივესთვის უცნობი და აქამდე გამოუცდელი პოზები, თუნდაც ეროტიკული მასაჟი. ფრთხილად და ერთობლივად შეისწავლეთ ახალი ელემენტები, ამით მამაკაცს აგრძნობინებთ, რომ ორივე მკვლევარი ხართ და საბოლოოდ გამოდიხართ “მკაცრი მასწავლებლის” როლიდან.
ახლა კი წინ მხოლოდ პრაქტიკა და ახალი შეგრძნებები გელოდებათ!

წყარო: http://www.reitingi.ge

FB კომენტარები

კომენტარი