როგორ აიცილოთ თავიდან ნაადრევი ორგაზმი

1059
SHARE

მამაკაცების 25-40%-ს აწუხებს ნაადრევი ორგაზმის პრობლემა. მიჩნეულია, რომ კაცისთვის ეაკულაციამდე პერიოდი 5-6 წუთს უნდა შეადგენდეს, თუ დრო 2 წუთზე ნაკლებია შესაძლოა დაისვას ნაადრევი ორგაზმის დიაგნოზი.
ნაადრევი ეაკულაცია უფრო მეტად თინეიჯერებში გვხვდება, რომელთაც სექსუალური ცხოვრება ახალი დაწყებული აქვთ. ამის ძირითადი მიზეზი ძლიერი აღგზნება და ასოს თავის ჰიპერსენსიტიური მდგომარეობაა.
ნაადრევი ორგაზმი შესაძლოა დროებითი მოვლენა იყოს და მალე გაიაროს, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც მთელი ცხოვრება გრძელდება. ეს პრობლემა მოზრდილებსაც აწუხებთ, რისი მიზეზიც შესაძლოა, იყოს:

1.ჰიპერსენსიტიური ასოს თავი, რაც ხშირად თანდაყოლილია ან ვითარდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში. შეძენილი ჰიპერმგრძნობელობის მიზეზი კი შესაძლოა, იყოს პენისის თავის ანთება ან ფიმოზი.

2. ფსიქოლოგიური, ემოციური ფაქტორები ასევე დიდ გავლენას ახდენს. დეპრესია, სტრესი, პარტნიორებს შორის ნაკლები ინტიმურობა, სექსუალური ძალადობის ისტორია – ყოველივე ამან ასევე შესაზლოა გავლენა მოახდინოს ეაკულაციაზე.
მკურნალობა ნაადრევი ორგაზმის საწინააღმდეგოდ.
გამოიყენება შეჩერება-დაწყების ტექნიკა, რაც წყვილის მაღალ დონეზე შეთანხმებას, კოორდინაციასა და კომუნიკაციას მოითხოვს.
შემდეგი საშულება არის კუნთების კონტროლის სწავლა, რისი საშულებითაც შესაძლებელია ორგაზმის შეკავება.
ბევრი მამაკაცი მიმართავს მასტურბაციას სექსის წინ, ეაკულაციის შემდეგ სექსისას მისი ხელმეორედ წარმოქმნის დრო გახანგრძლივებული იქნება.
სექსუალური აქტს ახანგრძლივებს ალკოჰოლიც. ჰიპერმგრძნობიარე ასოს თავის შემთხვევაში კი ხშირად ეფექტურია წინდაცვეთა, რაც მგრძლობელობას ამცირებს.

FB კომენტარები

კომენტარი