როგორც იქცევიან პედოფილები ინტერნეტში და ვინ არიან მათი სამიზნეები – მკვლევარების გაფრთხილება

377
SHARE

 „Internet Watch Foundation“-ის მკვლევარებმა მოხსენება მოამზადეს, რომელიც ინტერნეტში სექსუალური ძალადობის პრობლემებს ეძღვნება.
მკვლევარებმა გაარკვიეს, თუ როგორ ხდებიან ინტერნეტის მომხმარებლები პედოფილების მსხვერპლები. ორგანიზაციამ თავის ბლოგში რამდენიმე ისტორიაც გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, პედოფილების მსხვერპლები უმრავლეს შემთხვევაში თავად იღებენ მათთვის ვიდეოს ან ფოტოსურათს. ამის დასადასტურებლად, მკვლევარებმა ორი ათასზე მეტი ვიდეო გამოიკვლიეს.
როგორც მათ დაადგინეს, გამოკვლეული ვიდეოების უმრავლესობა, რომელიც ახლობლებისთვის ან ნაცნობებისთვის კეთდებოდა, მოგვიანებით სპეციალიზებულ საიტებზე ჩნდებოდა. მსხვერპლთა ასაკი 13 წელს არ აღემატებოდა.
ერთ-ერთი მსხვერპლი შვიდი წლის სოფია. ის ბევრ „ლაიქზე“ ოცნებობდა და აბაზანაში ვებ-კამერის წინ ცეკვავდა. დამნაშავეებმა მისი ქცევით მანიპულირება შეძლეს. ამის მიზეზი კი, მისი ვებ-ტრანსლირების დადებითი შეფასების ნაკლებობა გახდა.
უფროსი ასაკის მოზარდებს პედოფილები დამეგობრებით იზიდავენ. ამგვარად, 9 წლის მარიმ დაიწყო ურთიერთობა ჩატში თავის თანატოლ გოგონასთან, შემდეგ კი ვიდეოჩატზეც გადავიდა. მისმა ახალმა მეგობარმა ჯერ მასთან ბავშვური საუბრები გააბა, შემდეგ კი თამაში შესთავაზა-ერთმანეთისთვის სხეულის ნაწილების ჩვენება და სექსუალური ქმედებების დემონსტრირება. იმ მომენტში მარი ფიქრობდა, რომ ასეთი „საიდუმლო“ მის ახალ მეგობართან დააახლოებს.
მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა დაზარალებულის 98% 13 წლამდე ასაკის გოგონები არიან. თუმცა, ყველაზე პატარა ბავშვი სულ რაღაც 3 წლის აღმოჩნდა. პედოფილების უმრავლესობა ცდილობს მიიღოს ფოტო ან ვიდეო-კადრები. ძირითადად, ისინი თავის მსხვერპლებს თანატოლებად ეცნობიან.

Comments

comments