როგორი ყოფილები არიან ზოდიაქოს ნიშნები – ყველაზე შეშლილი და ყველაზე გაწონასწორებული ნიშნები

848
SHARE

მორიელი

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე დაუშოშმინებელი ნიშანია. ისინი ძალიან საშიშნი არიან, რადგან თავის ბნელ მხარეს იუმორით ნიღბავენ, მაგრამ არ მოტყუვდეთ, ეს მხოლოდ ფარსია. თუ ზოდიაქოს სხვა ნიშნები დღეში ათჯერ ურეკავენ მათ, ვინც მიატოვა, ტირიან და თვეობით ახსენებენ თავს ყოფილს, მორიელი მდუმარედ ბრაზდება, მაგრამ თვალს არ მოგაშორებთ. ისინი დაშორებას მათ მიმართ ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ. იცოდეთ, შეიძლება, თქვენ ყოფილ მორიელს ვერც ხედავდეთ და მის შესახებ არაფერს იგებდეთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, მას თქვენი ერთი ნაბიჯიც არ გამოეპარება.

ლომი

ლომები ძალიან შეშლილი ყოფილები არიან, რადგან განშორება მათ ეგოს ეხება და მათ სხვების თვალში ამცირებს. ეს იმდენად ანაწყებთ რომ, საბოლოოდ, ისევ თავის ყოფილებს ესხმიან თავს. ეს იმიტომ არ ხდება, რომ ლომი ბუნებით ცუდი ადამიანია, არამედ იმიტომ, რომ როდესაც ლომს უყვარს, მას თავის ცხოვრებაში მთლიანად იღებს და ამ ადამიანის დაკარგვა მისთვის ძალიან მტკივნეული პროცესია.

ტყუპი

ყველაზე შეშლილი ყოფილების სიაში ტყუპი მესამე ადგილს იკავებს, რადგან განშორების შემდეგ თავს დაკარგულად გრძნობს. საქმე ის არაა, რომ ის კვლავ შეყვარებულია, არამედ ის, რომ მას ძალიან დიდხანს ჰქონდა ყოფილის იმედი, საკუთარ გრძნობებში რომ გარკვეულიყო, ბოლოს კი „დაკარგული” აღმოჩნდა. მას არ სურს მარტო ცხოვრება. ტყუპები შეშლილი ყოფილები არიან, რადგან წინააღმდეგობებით არიან სავსე. ახლა უყვართ, წუთის შემდეგ — ემეგობრებიან, ორი წუთის შემდეგ — განუმარტავენ, რატომ ვერ იტანენ მას.

ქალწული

ქალწულები, მორიელების მსგავსად, შეშლილი ყოფილების სიაში იმავე მიზეზით შედიან — მათგან ყველაფერია მოსალოდნელი. ერთი შეხედვით ქალწული ცივია, მაგრამ მის შიგნით ვნებები, პარანოიდული აზრები და ფეთქებადი ემოციები დუღს. ქალწულები ცნობილი ანალიტიკოსები არიან, ეს კი ნიშნავს, რომ მათ თვალი უნდა ადევნოთ. ისინი თავის ყველაზე ირაციონალურ აზრებს გონებაში ტრიალის უფლებას დიდხანს აძლევენ, რათა ეს ყველაფერი ერთ დღესაც, თავის ყოფილს იმ დროს დაანთხიონ თავზე, როცა ამას ყველაზე ნაკლებად ელიან.

თევზები

თევზები ყველაზე დრამატული ზოდიაქოს ნიშანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უსიყვარულოდ არიან. მათ შეუძლიათ თავის ყოფილს გზავნილი ღამის ორ საათზე გაუგზავნონ. ისინი შეჰყურებენ ცას და უსმენენ რომანტიკულ მუსიკას, წარმოიდგენენ შეხვედრას ყოფილთან, შემდეგ კი თავის დათრგუნულ ტკივილს ხელოვნების უმშვენიერეს ნიმუშზე გადმოანთხევენ ან უბრალოდ, თავის ნამდვილ, შეულამაზებელ მრისხანებას აჩვენებენ.

კირჩხიბი

კირჩხიბებს სიმშვიდიდან სიგიჟემდე „გარბენა” სამ წამში შეუძლიათ, რადგან მიიჩნევენ, რომ არ შეუძლიათ ყოფილ პარტნიორებთან განშორება. გარდა ამისა, მათში შურისძიებისკენ მიდრეკილება იმალება, რადგან საკუთარ თავში თავდაჯერებული არ არიან. კირჩხიბი ძალიან ემოციური ნიშანია, ისინი ყველაზე მეტად არიან დაკავშირებული ოჯახთან, ურთიერთობებთან, ერთგულებასთან, პარტნიორობასთან. სხვა ნიშნებთან შედარებით, მათ ყველაზე მეტად უჭირთ სიყვარულის დაკარგვა, მაგრამ ასევე ძალიან კარგად შეუძლიათ ძალების აღდგენა.

თხის რქა

თხის რქები აღშფოთებული რჩებიან, როცა სიყვარულს კარგავენ. ისინი არ აპირებენ ყოფილზე თავდასხმას, მაგრამ ხელებს გულზეც უქმად არ დაიკრეფენ. თხის რქები თვითორგანიზებული პიროვნებები არიან და ჩვეულებრივ, თავის ენერგიას საკუთარი თავის ან ცხოვრების გაუმჯობესებისკენ მიმართავენ. ბოლოსდაბოლოს, ისინი სვლას გააგრძელებენ და ყოფილს, როგორც საკუთარი გამოცდილების ნაწილს, ისე აღიქვამენ.

სასწორი

სასწორები რომანტიკოსები არიან, რაც, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს, მათ განშორების შემდეგ ეხმარება. მათ იციან, რომ შეუძლიათ კვლავ იპოვონ სიყვარული და ამას აკეთებენ კიდეც, სასწორები არ არიან პატივმოყვარენი და კონტროლის დაკარგვა არ მოსწონთ. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია, შეინარჩუნონ სილამაზე და ბალანსი ყველაფერში, თუნდაც იტანჯებოდნენ. ისინი ყოფილებს სწრაფად და მკაცრად შორდებიან და ყოველგვარ კავშირს წყვეტენ.

მერწყული

მერწყულები განშორებისას სრულიად განსხვავებულად იქცევიან. მაგალითად, შეიძლება ისინი ძალიან განიცდიდნენ, მაგრამ ამ ტკივილში თავით არ გადაეშვებიან; ამის ნაცლად თავის ენერგიას სხვა კალაპოტში მიმართავენ. მათი ეს თვისება — საკუთარი ნამდვილი გრძნობების გამომჟღავნების უნარის არქონა — ბევრი ურთიერთობის გაწყვეტის საბაბი შეიძლება გახდეს.

კურო

კუროები ზოდიაქოს სხვა ნიშნებს შორის ნაკლებად შეშლილი არიან, რადგან მათ უყვართ სტაბილურობა და საბოლოოდ, საკუთარ თავს ატყუებენ იმის ფიქრით, რომ განშორების შემდეგ, უფრო ბედნიერები იქნებიან. ყოფილები მას უკვე ვეღარც ნახავენ და ვერც მის ხმას გაიგონებენ. კურო რომ იტანჯებოდეს კიდეც, ის ამის შესახებ ხმამაღლა არ იტყვის, ეს მის სტილში არაა. ყოფილმა კუროსთან დაბრუნება რომ მოინდომოს, უკან დასაბრუნებელი გზა უკვე აღარ არსებობს — კუროები პატიობენ წყენას, მაგრამ არ ივიწყებენ.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ყოფილის როლში ყინულივით ცივები არიან. ისინი შეიძლება ნაწყენი იყვნენ, მაგრამ რამდენიმე წუთში ბარგი ჩაალაგონ და მთაში ლაშქრობა მოაწყონ, ან წიგნი წაიკითხონ რეინკარნაციის შესახებ. მშვილდოსნები დიდხანს არ განიცდიან, რადგან უფრო ადვილია სხვა საქმით დაკავდნენ, ვიდრე ისხდნენ და წარსული გრძნობები დაიტირონ. ისინი მალე გამოდიან მდგომარეობიდან და ახალი ურთიერთობებისთვის მზად არიან.

ვერძი

როცა ვერძი ტოვებს პარტნიორს, მისთვის ის უკვე სულერთია. ის ცხოვრებას ფილოსოფიურად უყურებს, ამიტომ როცა აცნობიერებს, რომ შეუთავსებელია პარტნიორთან და ან მათი გზა არსაით მიდის, ერთად ყოფნა ალოგიკურად მიაჩნია. ამას მისთვის არანაირი აზრი არა აქვს, ამიტომ ის წინსვლას განაგრძობს.

FB კომენტარები

კომენტარი