როგორი სექსი აქვთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის ქალებს

1880
SHARE

მე-12 ადგილი – ქალწული

სექს-მოაზროვნე. ნებისმიერი საქმე, რომელიც ითხოვს ტვინის მუშაობის თუნდაც ხანმოკლე გათიშვას, ქალწულს პანიკურ მდგომარეობაში აგდებს. ამიტომ, გაითვალისწინეთ: თუ ქალწულთან გქონდათ არაჩვეულებრივი სექსი, სინამდვილეში ის მხოლოდ შენ გქონდა, მას კი ჰქონდა კვარტალური ანგარიშსწორება, ესპანურის გაკვეთილი ან კაპიტალური რემონტის გეგმის შედგენა.

მე-11 ადგილი – თხის რქა

სექს-კონსერვატორი. თხის რქა დარწმუნებულია, რომ სექსი საჭიროა ორი მიზეზის გამო: გვარის გასაგრძელებლად და ჯანმრთელობისთვის. ამიტომ ისინი კავდებიან სექსით გეგმის მიხედვით, ისევე როგორც ვარჯიშით.

მე-10 ადგილი – თევზები

სექს-ეგოისტი. ელოდო მგრძნობიარე და რომანტიკული თევზებისგან კარგ სექსს – ტყუილი ამბავია. ყველა თევზი დარწმუნებულია, რომ პარტნიორი ვალდებულია მას ასიამოვნოს, თავად კი ფარფლის წვერსაც კი არ გაატოკებს სხვისი სიამოვნებისთვის. რაც მთავარია, ხომ მიგიშვა საკუთარ შესანიშნავ სხეულთან – და გეყოფათ.

მე-9 ადგილი – სასწორი

სექს-მეოცნებე. სასწორი მუდმივად იმყოფება მეოცნებე მდგომარეობაში, თანაც ეროტიკული ოცნებანი თამამად იკავებენ ადგილს საყვარელი სიუჟეტების სამეულში. მაგრამ საქმე-საქმეზე რომ მივა, სასწორებს უხერხულობის გრძნობა ეუფლებათ: უი, სინამდვილეში ეს სულაც არ არის დახვეწილი!

მე-8 ადგილი – მერწყული

სექს-ნოვატორი. მერწყულები ეკიდებიან სექსს, როგორც მოსაწყენ, მაგრამ საჭირო სამსახურს. და თუ ეს საჭიროა, მაშინ ისე არა, როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს აქვს, ეს ხომ ისეთი მოსაწყენია! ამიტომ რაიმე ახალი უნდა მოიფიქრო. მაგალითად, სექსი ფარფლებიანი ფეხით ჰამაკში – როგორია?

მე-7 ადგილი – ვერძი

სექს-ტერორისტი. ვერძებს დაუჯერებლად ძლიერი სექსუალური ტემპერამენტი აქვთ. მათ თავი განთქმულ საყვარლებად მოაქვთ, მაგრამ სექსუალური ცოდნისა და უნარის რეალური დიაპაზონი სამზარეულო სკამზე უფრო მაღლა არ გააჩნიათ. უხეში, ჟინიანი და მომთხოვნები არიან. მაგრამ სამაგიეროდ – დაუოკებლები.

მე-6 ადგილი – ლომი

სექს-არტისტი. ლომებს სექსი უყვართ და კარგად გამოსდით. პრობლემა მხოლოდ იმაშია, რომ ლომების სექსი, როგორც მთელი მათი ცხოვრება, უფრო გარეგნულია, ვიდრე შინაგანი. ასე რომ, ეშმაკმა იცის, მართლა ასეთი სექსუალურები არიან, თუ თავს იკატუნებენ, რომ ყველა აღფრთოვანდეს მათით.

მე-5 ადგილი – ტყუპები

სექს-ოსტატი. ხიბლავენ ერთი შეხედვით, კავდებიან სექსით ფანტაზიითა და დაუოკებელი ვნებით. შემდეგ იკარგებიან – ასე დაახლოებით სამი დღით. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ეს პარტნიორს არასრულფასოვნების კომპლექსს გაუჩენს.

მე-4 ადგილი – მორიელი

სექს-მაგნიტი. მორიელები ძალიან სექსუალურები და მიმზიდველები არიან, თანაც სასიყვარულო ხელოვნებაში სრულყოფილად არიან გარკვეულები. გარდა ამისა, პარტნიორები ამჩნევენ, რომ ყველაფერთან ერთად ისინი გარყვნილებიც არიან.

მე-3 ადგილი – კურო

სექს-მარათონელი. კავდება სექსით ვნებიანად და, რაც მთავარია, პარტნიორზე ზრუნვით. იმიტომ რომ კუროს ყველაფერი საუკეთესო სჭირდება და უკმაყოფილო პარტნიორი ლოგინში მას არ აწყობს. აუტანელი იქნებოდა, რომ კუროებს არ ჰქონოდათ შესანიშნავი სექსუალური ინტუიცია: მათ როგორღაც ყოველთვის იციან, რა უნდა პარტნიორს.

მე-2 ადგილი – მშვილდოსანი

სექს-ფანატიკოსი. შეუძლია, გააჩნია და პრაქტიკაში იყენებს. მოკლედ, მშვილდოსანი, როგორც პიონერი – ყველასთვის მაგალითია, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მის ლტოლვას სასიყვარულო თავგადასავლებისა და პარტნიორების ცვლისადმი. მაგრამ როგორი გამოცდილება აქვს!

1-ლი ადგილი – კირჩხიბი

სექს-გურუ. კირჩხიბები არა მხოლოდ სექსის გურუები არიან, არამედ სექს-ალტრუისტებიც: პარტნიორი კარგად გრძნობს თავს – კირჩხიბიც კარგად გრძნობს თავს, სხვანაირად არ გამოსდით. კირჩხიბები მსოფლიოში საუკეთესო საყვარლები არიან და მათ ამის შესახებ იციან.

FB კომენტარები

კომენტარი