როგორი ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები იქნება თბილისში – კახა კალაძე იტალიაში მოსართავების დამზადების პროცესს გაეცნო (ვიდეო)

154
SHARE

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საახალწლო ილუმინაციების დამზადების პროცესი იტალიაში ადგილზე დაათვალიერა. როგორც მან “ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში აღნიშნა, წელს თბილისის ცენტრალური ნაძვის ხეც შეიცვლება და მისი სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრი იქნება.

“ყველა სამუშაო კეთდება ხელით. მოსართავი კონსტრუქციები ძალიან მსუბუქია, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები ვიყოთ უამინდობის დროს, რომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას.

​იცით, რომ საახალწლო ნაძვის ხეც ახალი იქნება და მისი სიმაღლე დაახლოებით 25 მეტრი იქნება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

​ცნობისათვის, კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება წმინდა გიორგის მონუმენტი, რუსთაველის გამზირი და ორბელიანის მოედანი, ასევე დაიდგმება ქალაქის მთავარი ნაძვის ხე.

 

FB კომენტარები

კომენტარი