როგორი იყო ირანი ისლამურ რევოლუციამდე – ფოტოამბავი

1555
SHARE

ირანს 1979 წლის რევოლუციამდე ათწლეულების განმავლობაში შაჰი მო­ჰა­მედ რეზა ფეჰლე­ვი მართავდა, რომლის დიქტატორულ რეჟიმსაც ათასობით ირანელი ემსხვერპლა.
იმდროინდელ ირანში ხალხის პოლიტიკური ნება შეზღუდული იყო და ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება გამუდმებულ შიშსა და რეპრესიაში ცხოვრობდა.
თუმცა მან ასევე უბიძგა ქვეყანას დასავლეთში ორიენტირებული სეკულარული მოდერნიზაციის მიღებაზე, რაც ქვეყანას, გარკვეულწილად, კულტურული თავისუფლების შესაძლებლობას აძლევდა.შაჰს ასევე სურ­და ირა­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე, ცი­ვი­ლურ ქვეყ­ნად ექცია.
შაჰის მმართველობის პერიოდში გაფართოვდა ირანის ეკონომიკა და განათლების შესაძლებლობები.
ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა ირანი შუა აღმოსავლეთში მათ მთავარ მოკავშირედ მიიჩნიეს. ამავდროულად, შაჰმა ქვეყნის დიდ ნაწილებზე ძალისმიერი ინდუსტრიალიზაცია მოახდინა.
შაჰის ავტორიტარიზმი და მრავალპარტიული მმართველობის უარყოფა რევოლუციის შედეგად დასრულდა.
თუმცა თითქმის 40 წლის განმავლობაში, შაჰმა ირანში მთელი რიგი ცვლილებები განახორციელა, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის მრავალი სიკეთის მომტანი აღმოჩნდა.
ყვე­ლა­ფე­რი 1979 წლის ის­ლა­მუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ შე­იც­ვა­ლა. რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ სა­მე­ფო ოჯა­ხი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და ირა­ნი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა. მათ თავ­შე­სა­ფა­რი აშშ-ში მი­ი­ღეს. ირა­ნის შაჰი 1980 წელს, ეგ­ვიპ­ტე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.
მას სამი ცოლი ჰყავ­და. მე­სა­მე ცოლი, ირა­ნის უკა­ნას­კნე­ლი დე­დო­ფა­ლი, ფა­რაჰ ფეჰლე­ვი იყო.
ის ცხოვ­რე­ბის ნა­წილს აშშ-ში, ნა­წილს კი საფ­რან­გეთ­ში ატა­რებს და რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ ირან­ში აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა.

თეირანი აფინანსებდა ევროპის ქვეყნებში სწავლას ირანელებისთვის, სკოლებიც და სამედიცინო დაწესებულებებიც სხვადასხვა პროვინციებში შენდებოდა იმისათვის, რომ დახმარებოდნენ ღარიბ ბავშვებს, ეს იყო შაჰის “თეთრი რევოლუციის” ნაწილი.
ირანის სამეფო ოჯახს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების დედაქალაქებში მოგზაურობისას დიდი პატივით იღებდნენ. ამ ფოტოში შაჰი და მისი მეუღლე ხვდებიან უინსტონ ჩერჩილს ლონდონში.
იმპერატორი სორაია ირანიდან პოზირებს ირალიელი მოდელიორის ემილიო შუბერტის (მარცხნივ) სტუდიაში, საღამოს კაბაში გამოწყობილი, ფოტო გადაღებულია მაშინ, როცა დიზაინერი კაბის ნაკეცებს ასწორებს, რომი, იტალია, 1953 წლის 13 მაისი.
ქალებსაც ჰქონდათ უფლება ევლოთ სკოლაში და მიეღოთ განათლება.
ქალები და კაცები თავისუფლად თანაარსებობდნენ და განათლებითი შესაძლებლობები საგრძნობლად იყო გადართოვებული, დასავლური სამოსი და ნორმები ასევე დიდი დოზით შევიდა ირანის მოსახლეობის უდიდეს რაოდენობაში.
როგორც ათათურქმა თურქეთში, რეზა შაჰმაც რეფორმების სერია ჩაატარა, რომელიც მიმართული იყო ირანის თანამედროვე დასავლურ ქვეყნად ქცევისკენ

 

ჯინა ლო­ლობ­რი­ჯი­და, ქმარ­თან, მილ­კო სკო­ფიჩ­თან და ირანელ სპორ­ტსმე­ნე­ბთან ერთად. ირან­ი, 1963 წელი
ირანი, 1946 წლის 20 აპრილი. ლალესარის გამზირი
შაჰის სასახლე
შაჰი მუჰამედ რეზა მისი ცოლი, დედოფალი ფავზია და პატარა პრინცესა შაჰნაზი, 1942 წელი, თეირანი
რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი ირა­ნე­ლი ქა­ლე­ბის­თვის სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბის ჩაც­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ იყო.

გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­ნა­ბა­რი უფ­ლე­ბა

 

FB კომენტარები

კომენტარი