როგორი იქნება 2019 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის ფინანსური კუთხით

3149
SHARE

სოფია ბზეკალავა „ფორტუნას“ მკითხველს ფინანსურ თემებზე საუბრება და უმხელს, როგორი იქნება ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ამ კუთხით 2019 წელი.
სოფია ბზეკალავა:
ღორის წელიწადი მოდის. მას ძალიან უყვარს შრომა და კომფორტი, ამიტომ მისთვის მზად არის, ყველ;აფერი გააკეთოს. ფინანსური კუთხით მომავალი წელი იქნება წარმატებული, თუკი ადამიანი არ არის მოწოდებული, ამ მიმართულებით ოცნების კოშკები ააშენოს. ურანი გადავიდა კუროში და შვიდი წლის განმავლობაში იქ იქნება. 2019 წელს იწყება ეს ტენდენცია ფინანსურ სფეროში, მსოფლიო ფინანსებზე ვსაუბრობ, – გლობალური ცვლილებების პერიოდი, ამას ურანი ითხოვს. დაინერგება ახალი მეთოდები, ტექნოლოგიები ფინანსურ სფეროში. სხვადასხვა ტიპის საბანკო ოპერაციები დამკვიდრდება 2019-შიც და შემდეგ წლებშიც. ისეთი ტექნოლოგიები შემოვა, რომლებიც ფინანსურ ოპერაციებს მნიშვნელოვნად გაამარტივებს. ამ კუთხით იქნება ბევრი სიახლე.
საიდან შეიძლება ფინანსების გამომუშავება? რაკი კუროში გადავიდა ურანი, ფულის გამომუშავება შეიძლება უკავშირდებოდეს ყველანაირ ინოვაციურ საქმიანობას, სიახლის გაყიდვას, ტექნოლოგიებს, ცოდნას, გამოცდილებას, ახალ პროდუქტს, ეს ყველაფერი მომგებიანია. ურანი ითხოვს – გაყიდოთ რაღაც ახალი, თუნდაც იდეები.
სანამ ურანი კუროშია, ვიხილავთ ბევრ აღმოჩენას ბიოქიმიის, მედიცინის მხრივ, ვივარაუდებდი, რომ ამ წლებში იქნება აღმოჩენილი უახლესი პრეპარატები ონკოლოგიის სფეროში. ბევრი ახალი იქნება დიზაინის სფეროშიც.
გადავიდეთ კონკრეტულ ზოდიაქოს ნიშნებზე.

ვერძი – მათ ბევრი შესაძლებლობა მიეცემათ და ფინანსურად ეს წელი ცუდი არ იქნება, მაგრამ ვფიქრობ, უნდა აირჩიონ საქმიანობა სახელმწიფო სტრუქტურაში და არა კერძო კომპანიაში.

კურო – შეცვალეთ ფულის გამომუშავების გზები. ერთმნიშვნელოვნად უნდა გადაეწყოთ რაიმე ახალ საქმიანობაზე, შეიცვალოთ მოღვაწეობის სფერო.

ტყუპები – ფინანსურად კარგი პერიოდია. ექნებათ საშუალება, რომ ეს სფერო გაიუმჯობესონ.

კირჩხიბი – იდეალურია ოჯახური ბიზნესის დაწყება.

ლომი – ძალიან კარგი იქნება ინვესტირება უძრავ ქონებაში, ან მისი შეძენა ან წამოწყება ისეთი საქმიანობის, რომელიც დაუკავშირდება უძრავი ქონების სფეროს.

ქალწული – ვურჩევ, შეასხან ფრთხები კრეატიულ იდეებს ან დაიწყონ საქმიანობა შვილებთან ერთად.

სასწორი – ძალიან კარგი იქნება, თუკი რაიმე ახალი ტიპის კერძო საქმიანობას დაიწყებენ.

მორიელი – მოიძიონ ახალი პარტნიორები, ეძებონ ახალი ბიზნესის შესაძლებლობები ახალი ადამიანებისგან.

მშვილდოსანი – ნებისმიერი ავანტიურა კარგი იქნება, შეეჭიდეთ დიდ და ძვირიან პროექტებს.

თხის რქა – კარგია საქმიანი ურთიერთობა უცხოელებთან.

მერწყული – ძალიან მნიშვნელოვანია, გაუფრთხილდეთ ბიუროკრატიულ საკითხებს, სიფრთხილე გამოიჩინოთ საგადასახადო თემების კუთხით. ასევე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ კოლექტიურ ურთიერთობებში, თუკი ფინანსები უკავშირდება სხვებს.

თევზები – ნუ გახდებით დამოკიდებული პარტნიორზე, სხვაზე ფინანსური კუთხით. ფინანსების გამომუშავების საკითხში ჩართეთ კრეატივი ან გამოიმუშავეთ ფული სახელოვნებო სფეროდან.

FB კომენტარები

კომენტარი