როგორი იქნება 2017 წელი ანუ ვინ უყვარს და ვინ არ უყვარს ცეცხლოვან მამალს

1577
SHARE

2017 წელი წითელი, ცეცხლოვანი მამლის წელია. ეს წელი იმ ადამიანებისთვის იქნება წარმატებული, ვისაც შრომა არ ეზარება, არ ეშინია გონივრული რისკის, არის მებრძოლი, უშიშარი, ახლობლებისთვის თავდადებული, ამაყი და ამბიციური.

ჩინელები თვლიან, რომ მამალს თავისი სიმპათია და ანტიპათია გააჩნია აღმოსავლური ზოდიაქოს სხვა წარმომადგენლების მიმართ. ამიტომ მას ამ წელს საკუთარი ფავორიტები ეყოლება.

განსაკუთრებით წარმატებული ეს წელი იქნება ხარის, დრაკონისა და კატა-კურდღლისთვის.

მშრომელი ხარისთვის მამლის წელს ფინანსური წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს. ბევრი მათგანი სამსახურში დაწინაურდება ან ახალ სამუშაო ადგილს მოძებნის, რომელიც გაცილებით უფრო მომგებიანი იქნება მისთვის.

დრაკონი მამლის წელში საზოგადოების ყურადღების ცენტრში იქნება. იგი არაერთ პერსპექტიულ წინადადებას და შემოთავაზებას მიიღებს. ოჯახური ცხოვრება კი მას სიმშვიდეს, ემოციურ კომფორტს და რომანტიკულ მომენტებს ჰპირდება.

კატა-კურდღელს მამლის წელში კარგი პერსპექტივა ექნება საიმისოდ, რომ სტაბილური შემოსავლის წყარო გაიჩინოს. გარდა ამისა, მისი ოჯახური ცხოვრებაც დალაგდება ნელ-ნელა.

რთული იქნება მამლის წელი მათთვის, ვინც ვეფხვის, გველის და ძაღლის წელში დაიბადა.

ვეფხვის წელში დაბადებულ ხალხს მამალი მოუტანს აუცილებლობას, გააფთრებით დაიცვან საკუთარი უფლებები და პოზიციები. ამ წელს შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს თქვენი ოჯახური სიმყარე და კეთილდღეობაც. ამიტომ სასურველია, აკონტროლოთ ემოციები და პარტნიორთან მეტი სირბილე გამოავლინოთ.

გველის წელში დაბადებულებს მამალი სასიყვარულო ფრონტზე ინტრიგებსა და ემოციებს ჰპირდება. შესაძლოა, ამ წელს თქვენი ყველაზე დაფარული ინტრიგებიც კი “გასკდეს” და ზედაპირზე ამოტივტივდეს ის საიდუმლო, რომელსაც აქამდე რუდუნებით მალავდით.

ხოლო ძაღლის წელში დაბადებულისთვის მამლის წელი უზომოდ შრმატევადი, დატვირთული და დინამიკური იქნება. ფაქტობრივად, ისეთი წელი გელით, რომ თავისუფლად ვერ ამოისუნთქებთ. სამაგიეროდ, პირად ცხოვრებაში გელით სიმშვიდე და სტაბილურობა.

წყარო:http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი