როგორი გარეგნობის მამაკაცი მოსწონს ქალს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

270
SHARE

გემოვნებაზე არ დავობენო ამბობენ, არადა რეალურად კაცობრიობის შექმნიდან მოყოლებული დღემდე ადამიანები ძირითადად იმას აკეთებენ, რომ სწორედაც გემოვნებაზე დავაში ატარებენ დროის დიდ ნაწილს… თუმცა, აქვე ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ პატივი ვცეთ სხვისი არჩევანის და აზრის თავისუფლებას ეს ოცდამეერთე საუკუნის ანუ მერწყულის ეპოქის უმთავრესი ქვაკუთხედია. ქალები იმის მიხედვით თუ კონკრეტულად რომელ ზოდიაქოს ნიშანს განეკუთვნებიან, სხვადასხვა იმიჯის და ვიზუალური მონაცემების მქონე მამრების მიმართ იჩენენ სიმპათიას. ზოგს თუ კუნთმაგარი მაჩო მოსწონს, სხვას დახვეწილი “ლამბერსექსუალი” მოუვიდეს შესაძლოა თვალში – ყველაფერი კი ზოდიაქოს ნიშნის და მისი მმართველი პლანეტის ოინებია. ამიტომ მამაკაცებისთვის სასურველია იმის ცოდნა, კონკრეტულად როგორი ვიზუალის მქონე მამაკაცებით იხიბლება თქვენი საყვარელი ქალი.

ვერძს – უხეში ნაკვთების მქონე, გამოკვეთილად მამაკაცური ტიპაჟები მოსწონს. სასურველია, მამაკაცს სახეზე ნაიარევი, ჩხუბის დროს გატეხილი ცხვირი ან სექსუალური ტატუირება გააჩნდეს გამოსაჩენ ადგილას.

კუროს – ძლიერი, ბრგე აღნაგობის მამრები იზიდავს. მას ძალიან მოეწონება მამაკაცი, რომელიც მუდმივად იცავს ჰიგიენურ ნორმებს და დახვეწილ სუნამოს იყენებს. კურო სუნით იხიბლება ყველაზე მეტად.

ტყუპს ძალიან მოეწონება დახვეწილი, მოქნილი და ენამოსწრებული მამრი, რომელსაც მომხიბვლელი ღიმილი და საზოგადოების მოჯადოების ნიჭიც გააჩნია. ქალი ტყუპი უნდა ამაყობდეს თავისი მამაკაცით საზოგადოებაში.

კირჩხიბს მოსწონს მზრუნველი, მეოჯახე მოსიყვარულე და ემოციური მამაკაცები. ვიზუალურად სასურველია ასეთი მამაკაცი იყოს ტანსრული, ოღონდ არასმუქანი აღნაგობის. გურმანი და გემრიელი კერძების ექსპრეტი.

ლომს ვიზუალურად “ბრწყინვალე” და უნაკლო მამრები მოსწონს. შესაძლოა ქალი ლომი თავისზე უმცროსი და უნაკლო აღნაგობის მქონე მამაკაცითაც მოიხიბლოს. მისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად დახვეწილად იცვამს და საუბრობს პარტნიორი, როგორ უჭირავს თავი საზოგადოებაში და რა სახის ინტელექტუალური “ბაგაჟი” გააჩნია.

ქალწულს მოწესრიგებული, ჰიგიენური და დახვეწილი მამაკაცები იზიდავს. ასეთი ქალი ნაკლებად იხიბლება კუნთმაგარი, ბრუტალურად სექსუალური მამრებით, რომელთაც დაუდევარი ჩაცმის სტილი და მოუწესრიგებელი ვარცხნილობა გააჩნიათ. იგი ვერ იტანს ასევე გაუპარსავ, წვერმოშვებულ მამაკაცებს.

სასწორი ლამაზი, სახის ჰარმონიული ნაკვთების მქონე, დახვეწილი და ჯენტლმენური კაცებით იხიბლება. მისთვის აუცილებელია, რომ მამაკაცი იყოს გალანტური და თავაზიანი. მუდმივად გამოიყურებოდეს მოწესრიგებულად, გემოვნებით იმოსებოდეს და იშვიათად უწევდეს ტონს ქალთან.

მორიელს უხეში, “ხულიგნური” იმიჯის მქონე, მკვეთრად სექსუალური იმიჯის, ძლიერი, კუნთმაგარი მამრები იზიდავს. მორიელი იხიბლება მამრის არამხოლოდ გარეგნული, არამედ სულიერი სიძლიერითაც, თუმცა ვიზუალურად “მაგარი ბიჭის” იმიჯიც ერთობ დამატყვევებელია მისთვის.

მშვილდოსანს მხიარული, ოპტიმისტი და ბავშვურად ხალისიანი მამაკაცები იზიდავს. მისთვის ყველაზე მეტად მისაღებია სპორტსმენები, ან მამაკაცები, ვისაც სპორტული ჩაცმისკენ აქვთ მიდრეკილება. მშვილდოსანი აფასებს უბრალოებას და უშუალობას, ამიტომ მისთვის აუცილებელი არ არის მამაკაცი ზედმეტად ნაკითხი, არისტოკრატული ან დამაბრმავებლად სექსუალური იყოს.

თხის რქას სოლიდური, ასაკოვნი და საზოგადოებაში სტატუსის მქონე მამაკაცები იზიდავს. ამიტომ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ქალთან შანსები მეტი გაქვთ, თუკი თქვენს თმაში ჭაღარა შემოიპარა და ვიზუალურად უკვე საკმაოდ სოლიდურად გამოიყურებით.

მერწყულისთვის მნიშვნელოვანია, რომ მისი მამაკაცი “ექსკლუზიურად” გამოიყურებოდეს, როგორც ვიზუალურად, ისე ინტელექტის მხრივაც. ამიტომ ქალ მერწყულს შესაძლოა მოეწონოს პანკი ან ჰიპი, სწავლული, რომელიც სათვალეს ატარებს მუდამ ან უბრალოდ თავქარიანი ქუჩის ბიჭი. გააჩნია თავად მამაკაცის ორიგინალურობის დონეს და კრეატივის უნარს.

თევზები ძლიერი მამაკაცებით იხიბლება, როგორც ვიზუალურად ისე ფსიქოლოგიურად. ამიტომ თევზი ქალისთვის სასურველი მამაკაცი რაღაცით უნდა წააგავდეს მოჯადოებულ ურჩხულს ანიმაციური ფილმიდან “ურჩხული და მზეთუნახავი”, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გარეგნული უხეშობის მიღმა აუცილებლად უნდა მალავდეს სირბილეს და რომანტიკულ ნატურას.

წყარო

FB კომენტარები

კომენტარი