როგორები არიან Victoria’s Secret-ის ახალი “ანგელოზები“ (ფოტოები)

85
SHARE

ბრენდი Victoria’s Secret-ი ცდილობს, თავის სახელგანთქმულ შოუებში მრავალფეროვნება შეიტანოს, ამიტომ, 2019 წელს „ანგელოზებად“ სხვადასხვა ფერის, კანისა და პარამეტრების მქონე მოდელები მოიწვია. კომპანიის ახალი სახეები გახდნენ: ალექსინა გრეიამი, ბარბარა პალვინი, გრეის ელიზაბეტი და ლეომი ანდერსონი.
ალექსინა გრეიამი 29 წლისაა და ის პირველი „ანგელოზია“ ცეცხლოვან-წითური თმით
„Victoria’s Secret»-ის გუნდში.
ბარბარა პალვინი 25 წლისაა და ის პირველად შოუში 2012 წელს გამოვიდა, შემდეგ კი სხვაგან გააგრძელა მუშაობა. როგორც ჩანს, ახლა მისი დაბრუნების დრო დადგა.
გრეის ელიზაბეტი სულ რაღაც 22 წლისაა და ის ყველაზე ახალგაზრდაა კოლეგებს შორის, მაგრამ უკვე, თითქმის, მილიონი გამომწერი ჰყავს „ინსტაგრამში“.
ლეომი ანდერსონი 26 წლისაა. გუნდში ის ყველაზე მუქი კანის მქონე მოდელი გახდა.

რაც შეეხება „ძველ“ და კარგად ნაცნობ „ანგელოზებს“ – ისინი დიდი ხანია, ამ შოუს ნამდვილი „მარგალიტები“ არიან. ბეჰატი პრინსლოუ 30 წლის არის, ის „ანგელოზად“ 2009 წლიდან მუშაობს, 2014 წლიდან კი Maroon 5-ის ლიდერის, ადამ ლივაინის მეუღლეა. მათ ორი შვილი ჰყავთ.

კენდის სვეინპოლი ასევე 30 წლისაა, ის სამხრეთ აფრიკიდან არის და გუნდში 2010 წლიდან მუშაობს. ლილი ოლდრიდჯი თავისი ასაკისთვის შესანიშნავად გამოიყურება. ის 33 წლის არის, ორი შვილი ჰყავს. ვაჟი მან ახლახან – იანვარში გააჩინა.
ელზა ჰოკსი კი კლასიკური სკანდინავიური გარეგნობის მოდელია, ის შვედეთიდანაა.
ჟასმინ ტუკსი 28 წლისაა, ის კალიფორნიაში გაიზარდა და, სტილისტი დედის წყალობით, 15 წლის იყო, სამოდელო ბიზნესში რომ მოხვდა.

FB კომენტარები

კომენტარი