როგორები არიან მამლის წელში დაბადებულები და რომელი სელებრითები დაიბადნენ ამ წელს

322
SHARE

ეს ადამიანები ზედმეტად განიცდიან იმას, თუ როგორ გამოიყურებიან. განსაკუთრებით სხვების თვალში. მამალი შეიძლება იყოს კონსერვატიული ადამიანების გარემოში. თუმცა ყოველთვის საკუთარი თავით არიან დაკავებულნი, მაგრამ ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მხოლოდ საკუთარ გარეგნობაზე ფიქრობენ. მათ შეუძლიათ წარმოაჩინონ თავი საქმეში, შეუძლიათ გახდნენ წარმატებული ადამიანები, ისევ და ისევ იმისათვის, რომ მეტი შარმი და პატივისცემა მოიპოვონ საზოგადოებაში.
მამლის დადებითი თვისებებია: სწორხაზოვნება, ლოიალური დამოკიდებულება სხვა ადამიანების მიმართ, საკმაო შრომისმოყვარეობა, პრაქტიკულობა და მომხმარებლური, ხანდახან შეუძლიათ იყვნენ გულუხვებიც.
მამლის უარყოფითი თვისებებია: ეგოცენტრიზმი და ზედმეტი ფანატიზმი, მტაცებლური ბუნება და თავისნათქვამობა, პერიოდულად თავის თავში ჩაკეტვა.
მამალი-აღმოსავლური ჰოროსკოპის მეათე ნიშანი.
მამლის წლები აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით: 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005, 2017, 2029, 2041, 2053…
მამლის წლის ჰოროსკოპის შესაბამისი ნიშანი: ქალწული

ამ წელს დაბადებული ადამიანები ზედმეტი ემოციურობით არიან განწყობილნი საკუთარი გარეგნობის მიმართ. განიცდიან იმას, როგორ გამოიყურებიან და როგორად აღიქვამენ მათ საზოგადოებაში. ეს ადამიანები უმეტესად კონსერვატორები არიან და არ უყვართ ცხოვრებისეული ცვლილებები.
ის ჯიუტია და ყოველთვის დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. რის გამოც, მაშინაც კი, როცა გონივრულ წინადადებას სთავაზობენ, არ ღებულობს მას. ფუჭია მცდელობა მიაღებინოთ რაიმე გადაწყვეტილება, ან მოახვიოთ თავს განსაკუთრებული პირობა. მამლის წელში დაბადებული ადამიანები ლოგიკურად აზროვნებენ, მათ შეუძლიათ იაზროვნონ ნათლად და კონკრეტულად, დაეყრდნონ ლოგიკურ დასკვნებს და როგორც წესი არ მოექცნენ არავის წნეხის ქვეშ…
მამლის წელს დაბადებული ცნობილი ადამიანები-პოლიტიკოსები, არტისტები, სპორტსმენები, მწერლები, სამეფო გვარის წარმომადგენლები, სახელმწიფოს მმართველები და უბრალოდ ცნობილი ადამიანები:
ელტონ ჯონი, რომან პოლანსკი, მიშელ პფაიფერი, მელანი გრიფიტი, ენრიკო კარუზო, ერიკ კლეპტონი, ჯოან კოლინზი, იოკო ონო, ალ-ფაიედი, დაინ კიტონი, სტივ მარტინი, სომერსეტ მოემი, ჯორჯ სიგალი, კიმ ნოვაკი და სხვები.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი