რობი უილიამსმა იხუმრა, რომ მზად არის „ევროვიზიაზე“ რუსეთს წარმოადგენდეს (ვიდეო)

117
SHARE

 ცნობილმა ბრიტანელმა პოპმუსიკოსმა, რობი უილიამსმა ხუმრობით განაცხადა, რომ ის მზად არის, „ევროვიზიაზე“ რუსეთის სახელით გამოვიდეს. ამის შესახებ უილიამსმა რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემის „დაე საუბრობდნენ!“ ეთერში განაცხადა.
„მე მსურს, ევროვიზიაზე რუსეთს წარმოვადგენდე. ისე მარტივად ვამბობ ამას, რომ ჩემი მენეჯერი უკვე თავში ხელებს ირტყამს. მოდი რუსეთო, ჩვენ გამარჯვებას შევძლებთ”, – განაცხადა ულიამსმა.
ცნობისთვის, ევროვიზია 2017 წელს უკრაინაში უნდა ჩატარდეს. უკრაინის უშიშროების სამსახურმა საბუთები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, რუსეთის წარმომადგენელს, იულია სამოილოვას, შესაძლოა, კონკურსზე ჩასვლა აეკრძალოს.
ამჟამად უწყება სწავლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს 2015 წელს სამოილოვა ყირიმში იმყოფებოდა. თუ დადგინდა, რომ მომღერალი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდა, ის „შავ სიაში“ აღმოჩნდება და უკრაინის ტერიტორიაზე ვერ ჩავა.

FB კომენტარები

კომენტარი