რიჩარდ გირი მამა გახდა

52
SHARE

69 წლის მსახიობს, რიჩარდ გირს მეორე შვილი შეეძინა.
მსახიობს მეორე ქორწინებიდან 19 წლის ვაჟი ჰყავს, ახლა კი მესამე ცოლისგან 35 წლის ალეხანდრა სილვასთან ვაჟი შეეძინა.
უცხოური ტაბლოიდებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ბავშვის სქესია ცნობილი.
ცნობისთვის, რიჩარდ გირი პირველად მოდელ სინდი კროუფორდზე 1991 წელს დაქორწინდა და ქორწინებამ მხოლოდ 4 წელს გასტანა. წყვილი 1995 წელს დაშორდა.
მსახიობის მეორე ქორწინება რელი ლოუელთან 2002 წელს შედგა და ამჯერადაც, გირმა მხოლოდ 4 წელი გაძლო ქორწინებაში.

 

FB კომენტარები

კომენტარი