რიტუალი, რომელიც ნებისმიერ სურვილს ასრულებს – როდის უნდა შეასრულოთ ის

14009
SHARE

ახალ წლამდე ორჯერ მოგეცემათ ეს შანსი.
ჩვენს საზოგადოებაში, სადაც თითქოს უკვე არავის და არაფრის სჯერა, სურვილების ჩაფიქრება მხოლოდ ახალ წელს არის მიღებული.
ამაში რაღაც ლოგიკა არის, მაგრამ კალენდარი, რომლითაც ჩვენ ჩვეულებისამებრ ვსარგებლობთ და მთვარის კალენდარი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. სასიყვარულო და ჯადოსნური სურვილებისთვის უმჯობესია, მეორეს მიმართოთ.

ზოგიერთ მისანს და ასტროლოგს სურვილების ასრულების ამ მეთოდის უკვე დიდი ხანია, სწამს. მეთოდი მხოლოდ ახალმთვარეობაზე უნდა გამოიყენოთ, სხვა დღეებში ის, უბრალოდ, არ მოქმედებს.

მეთოდის არსი მარტივია

1. საკანცელარიო მაღაზიაში ყველაზე ლამაზი უბის წიგნაკი შეიძინეთ.

2. შეინახეთ ისეთ ადგილას, სადაც მას ვერავინ იპოვის და დაელოდეთ ახალმთვარეობას.

3. ახალმთვარეობის დღეს ჩამოწერეთ წიგნაკში სურვილების სია.

4. სურვილების ფორმულირება თავისუფალ სტილში შეგიძლიათ, უბრალოდ, თითოეული დაიწყეთ სიტყვებით: “მადლიერებით ვიღებ სამყაროსგან…(აირჩიეთ სურვილი).”

5. უმჯობესია, სურვილები მკაფიოდ და ლაკონურად ჩამოწეროთ. თუ ახალი ტელეფონი გსურთ, მიუთითეთ მოდელი. თუ დაწინაურება გსურთ, მიუთითეთ სასურველი ხელფასი და თანამდებობა.
სურვილების ასრულების თარიღებს კი ნუ მიუთითებთ.

შემდეგ, უბრალოდ, დაელოდეთ მომდევნო ახალმთვარეობას – აიღეთ უბის წიგნაკი და გადახაზეთ ასრულებული სურვილები და დაწერეთ ახლები, თუ უკვე გაქვთ, რა თქმა უნდა.

ახალმთვარეობა – ცხოვრების ახალი ციკლია. ამიტომ მილიონობით ადამიანს სწამს, რომ ამ დროს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ასრულდება.

სხვათა შორის, როგორც ეს სურვილების შემთხვევაში ხდება, არ ღირს, გაუმხილოთ ვინმეს ჩანაფიქრი.

ეს კი ახალმთვარეობის დღეები, რომელიც ახალ წლამდე იქნება:

სამშაბათი, 29 ნოემბერი, 2016 წ. 14:17:23

ხუთშაბათი, 29 დეკემბერი 2016 წ. 08:52:15.

ეს კი 2017 წლის ახალმთვარეობის დღეების ჩამონათვალია:

• 28 იანვარი

• 26 თებერვალი

• 28 მარტი

• 26 აპრილი

• 25 მაისი

• 24 ივნისი

• 23 ივლისი

• 21 აგვისტო

• 20 სექტემბერი

• 19 ოქტომბერი

• 18 ნოემბერი

• 18 დეკემბერი

წყარო: http://www.marao.ge

FB კომენტარები

კომენტარი