რისი სჯეროდა ქეთა თოფურიას და რაზე ვერ ამბობს უარს მომღერალი

361
SHARE

ბლიც ინტერვიუ 

– ბავშვობაში მჯეროდა… – რომ თოვლის პაპა არსებობს. თუ თვალებს დააელმებ და ამ დროს ვიღაც თავში ჩაგარტყამს, ელამი დარჩები…

– სუპერთვისება, რომელიც გინდა, რომ გქონდეს.

– შემეძლოს ფრენა.

– ვის გაუცვლიდი სხეულს?

– ნაომი ქემპბელს.

– გული შეიძლება ამიჩუყოს…

– ყველაფერმა.

– სკოლაში მე…

– საპატიო დაფაზე ვიყავი „გამოკრული“.

– არასოდეს გავიკეთებ…

– ოპერაციას სქესის შეცვლაზე.

– საყვარელი პერსონაჟი.

– რობოტი დევიდი „ხელოვნური ინტელექტიდან“.

– გულში ვმღერი სიმღერას…

– ჩემსას ნამდვილად არა.

– ქალში მთავარია…

– იყოს ქალური.

– მამაკაცში მთავარია…

– იყოს მამაკაცური.

– უარს ვერ ვიტყვი…

– პურზე.

– ყველაზე ხშირად მნახავთ…

– ჩემი სახლის სიახლოვეს, ან სცენაზე.

წყარო:http://www.beaumonde.ge

FB კომენტარები

კომენტარი