რისი გამოწვევა შეუძლია ჭურჭლის სარეცხ ღრუბელს – მეცნიერების შემაშფოთებელი დასკვნა

473
SHARE

ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი სერიოზული ბაქტერიული ინფექციების წყაროა. ჩვეული მოხმარების საგნები დიდი რაოდენობით საშიშ ბაქტერიას შეიცავს. მათ შორის ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი შეიცავს უამრავ ბაქტერიას, რომელთა შორისაა პნევმონიისა და მენინგიტის გამომწვევებიც.
როგორც გამოთვლებმა აჩვენა, ერთ კუბურ სანტიმეტრზე მოდის 5×1010-ზე მეტი ბაქტერია.
ეს დედამიწაზე მცხოვრები ადამიანების რიცხვს დაახლოებით 7-ჯერ აღემატება.
ღრუბელზე მეცნიერებმა ნახეს ბაქტერია Moraxella osloensis, რომელიც დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირებში სერიოზულ ინფექციებს იწვევს. ღრუბელზე ამ ბაქტერიების ჩასახლება შეიძლება გამოვიცნოთ არასასიამოვნო სუნის საშუალებით.
ზოგადად, სამზარეულოს 14 გამოყენებულ ღრუბელზე ჩატარდა ბაქტერიების დნმ ანალიზი. ღრუბლის თერმული დამუშავება-გამოხარშვა ან მიკროტალღურ ღუმელში გაცხელება მდგომარებას ვერ შველოდა. ამასთან, რაც უფრო ხშირად ცდილობს ადამიანი ღრუბლის დეზინფიცირებას, მით მეტი ბაქტერია რჩება მასზე.
ექსპერტები ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის კვირაში ერთხელ შეცვლას გვირჩევენ.

წყარო:http://mkurnali.ge

FB კომენტარები

კომენტარი