რისთვის ითხოვს გოგი გვახარია გაზეთ „ალიასგან“ 9 ათასი ლარის კომპენსაციას

55
SHARE

კინომცოდნე გოგი გვახარია გაზეთ “ალიას” სასამართლოში ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის უჩივის და მოითხოვს გაზეთის მხრიდან როგორც ინფორმაციის უარყოფას, ასევე – კომპენსაციის სახით 9 ათას ლარს.
სტატია გაზეთ “ალიაში” გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით – ” რა უამბეს “ალიას” გოგი გვახარიას ბაბუაზე?” როგორც კინომცოდნის ადვოკატი განმარტავს, სტატიის ავტორს ინფორმაცია არავისთან, მათ შორის გოგი გვახარიასთან, არ გადაუმოწმებია. ამასთან, სტატიაში მოცემული ინფორმაცია არასწორია და, გარკვეულწილად, შინაარსობრივად ღირსების შემლახავი.
“ინფორმაცია არის არსებითად არასწორი, გარკვეულწილად, როგორც გოგისთან მიმართებით, ბაბუასთან მიმართებით – აბსოლუტურად. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ არასწორ ინფორმაციასთან ერთად განცხადების ტექსტი კონტექსტუალურად არის გარკვეულწილად ღირსების შემლახველი. გოგისთან ინფორმაცია არ გადაუმოწმებიათ, რა თქმა უნდა, ანუ არსად ინფორმაცია არ გადამოწმებულა, ვთქვათ, ადეკვატურ წყაროსთან, ვისაც შეიძლებოდა, რაიმე შეხება ჰქონოდა ამ ადამიანებთან. ვითხოვთ მათთვის დავალებას იმისას, რომ ეს გავრცელებული ინფორმაცია უარყონ და, ასევე, მორალური ზიანის სახით ვითხოვთ 9 000 ლარის დაკისრებას გაზეთ „ალიასთვის“, – აცხადებს “რუსთავი 2-თან” ინტერვიუში ჟანა ჩიქოვანი.

FB კომენტარები

კომენტარი