რიანას მკერდი კაბიდან „ამოხტა“ (ფოტოები)

280
SHARE

ლონდონში მხატვრული ფილმის „ოუშენის 8 მეგობარი ქალის“ პრემიერა გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე სტუმრების და პაპარაცების ყურადღება მომღერალმა რიანამ მიიპყრო. ის ფილმში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელია.
უფრო მართებული იქნება თუ კი ვიტყვით, რომ ყურადღების კონცენტრირება უფრო რიანამ კი არა, არამედ მისმა კაბამ გამოიწვია. მას საკმაოდ გამომწვევი კაბა ემოსა, რომელიც კანფეტის ბრჭყვიალა ქაღალდს მოგვაგონებს. კაბას ისეთნაირი დეკოლტე ჰქონდა, რომ მთელი საღამო რიანას მკერდი კაბიდან „ამოხტომას“ ლამობდა.
მომღერალი კი ნაზი ღიმილის თანხლებით კამერების წინ ხან კოკეტურად ხელს იფარებდა, ხანაც ხარბ მზერებს მისი მოშიშვლებული „სიმდიდრის“ გადაღების საშუალებას აძლევდა. უნდა აღინიშნოს, რომ Poiret -ის კაბამ მართლაც მოახდინა ეფექტი და რიანას კამერების წინ პოზირების შედეგი სწრაფად გავრცელდა უცხოური მედიის ფურცლებზე თუ სოციალურ მედიაში.

FB კომენტარები

კომენტარი