რესტორნები, რომელთა სილამაზეც დაგატყვევებთ

455
SHARE

არსებობს ადგილები, უფრო კონკრეტულად კი რესტორნები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, სადაც მოხვედრისას ლუკმა არ გადაგცდებათ. არა იმიტომ, რომ საჭმელია უგემური, უბრალოდ, ირგვლივ არსებული სილამაზე დაგაკარგვინებთ ჭამის უნარს. დღეს წარმოგიდგენთ ასეთ ხუთ რესტორანს.

Restaurant le Panoramic, შამონი, საფრანგეთი

8lqjjfz

რესტორანი მთა ბრევანის მწვერვალზე მდებარეობს ზღვის დონიდან 3000 მეტრზე. ყოველი მხრიდან იშლება მთების საოცარი ხედი, მზარეულები კი ტრადიციულ საკვებს ამზადებენ, რომლებიც ხელოვნების ნიმუშებს წარმოადგენს.

Ali Barbour’s Cave Restaurant, დიანი ბიჩი, კენია

Ali-barbour-cave-restaurant--1534x806

თუ ოდესმე კენიაში მოხვდებით, აუცილებლად შეიარეთ ამ რესტორანში. ის მდებარეობს გამოქვაბულში, რომელსაც ღია სახურავი აქვს. ინტერიერი ტრადიციულ აფრიკულ სტილშია გადაწყვეტილი, განათება კი ფარნებით ხდება, რაც რომანტიულ და ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის.

The River Cafe, ნიუ იორკი, აშშ

RiverCafe-DiningRoom3-VivaVioletaPhotography-2014-865x461

ნიუ იორკი მილიონობით ადამიანის საოცნებო ადგილია, შესაბამისად, მის ხედებზე საუბარი ზედმეტიც კია. მიუხედავად იმისა, რომ ”რივერ კაფე” ძვირიანი და სნობური ადგილია, იქ მოხვედრილს შთაბეჭდილებები ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ.

Le Jules Verne, პარიზი, საფრანგეთი

slide1-en

მიწიდან 124 მეტრის სიმაღლეზე, პირდაპირ ეიფელის კოშკის შიგნით მდებარეობს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რესტორანი საფრანგეთში. აქ მარტივად შეგიძლიათ კულტურულ პროგრამას გასტრონომიული შეუთავსოთ: დატკბეთ ქალაქის ხედით, კარგი მუსიკით და უგემრიელესი ფრანგული სამზარეულოთი.

The Signature Room at the 95th, ჩიკაგო, აშშ

460_345_resize

ყველა ტურისტის ვალია საღამოს ჩიკაგოს სიმაღლიდან გადმოხედოს და დატკბეს მისი სილამაზით. ეს რესტორანი ცათამბჯენის 95-ე სართულზე მდებარეობს და მისი ფანჯრებიდან სასწაული ხედია ქალაქსა და მიჩიგანის მდინარეზე.

წყარო:http://www.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი